-
„ღვთის დიადი საქმეებით“ აღფრთოვანებულნისაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
-
-
მოქმედებისკენ აღძრულნი
4. იოველის რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?
4 სულიწმიდის მიღებისთანავე მოწაფეებმა ხსნის შესახებ სასიხარულო ცნობის გაზიარება დაიწყეს და პირველი, ვინც ეს ცნობა მოისმინა, დღესასწაულზე შეკრებილი ხალხი იყო. მათი ქადაგებით შესრულდა ამ შემთხვევამდე რვა საუკუნით ადრე ფეთუელის ძის, იოველის, მიერ ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს... სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი“ (იოველი 1:1; 3:1, 2, 4; საქმეები 2:17, 18, 20).
5. რა გაგებით იყვნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები წინასწარმეტყველები? (იხილეთ სქოლიო).
5 ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ღმერთი აპირებდა დავითის, იოველისა და დებორას მსგავსი ქალებისა და კაცებისგან წინასწარმეტყველთა მთელი თაობის შექმნას, რომლებიც მომავალს იწინასწარმეტყველებდნენ? არა. ქრისტიანი „ვაჟები და ასულები... ყმები და მხევლები“ იმ გაგებით იწინასწარმეტყველებდნენ, რომ იეჰოვას სულით აღძრულები განაცხადებდნენ „ღვთის დიად საქმეებს“, რომლებიც გაუკეთებია და რომელთა გაკეთებასაც მომავალში აპირებს. მათ უზენაესის წარმომადგენლებად უნდა ემსახურათa. როგორი იყო მსმენელთა რეაქცია? (ებრაელთა 1:1, 2).
-
-
„ღვთის დიადი საქმეებით“ აღფრთოვანებულნისაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
-
-
a როდესაც იეჰოვამ მოსე და აარონი ფარაონთან გაგზავნა, რათა ხალხის სახელით ელაპარაკა, მოსეს უთხრა: «იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი [„წინასწარმეტყველი“, აქ] იქნება» (გამოსვლა 7:1). აარონი წინასწარმეტყველი იყო არა იმ გაგებით, რომ მომავალს აცხადებდა, არამედ მოსეს წარმომადგენლად მსახურობდა, ანუ მის მაგივრად ლაპარაკობდა.
-