-
ზაქარიაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
20. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მცხოვრები წინასწარმეტყველი და მისივე სახელით წოდებული წიგნის დამწერი; ზაქარია საკუთარ თავს „იდოს ვაჟის ბერექიას ვაჟად“ მოიხსენიებს (ზქ. 1:1, 7), თუმცა სხვა მუხლებში ზაქარიას მამად ბერექია არ სახელდება (ეზრ. 5:1; 6:14; ნემ. 12:4, 16). სავარაუდოდ, ზაქარია ბაბილონში დაიბადა, რადგან მხოლოდ 17 წელი იყო გასული იუდეველთა სამშობლოში დაბრუნებიდან, როცა მან წინასწარმეტყველად დაიწყო მსახურება და, თუმცა ჭაბუკად მოიხსენიება, წლოვანებით 17 წელზე მეტის იქნებოდა (ზქ. 2:4).
-
-
ზაქარია (ბიბლიის წიგნი)წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ზაქარია (ბიბლიის წიგნი)
ებრაული წერილების ამ წიგნში ნათქვამია, რომ ის დაწერა „წინასწარმეტყველმა ზაქარიამ, იდოს ვაჟის ბერექიას ვაჟმა“ (ზქ. 1:1). წიგნიდან აგრეთვე ვიგებთ, რა პერიოდს მოიცავს ის და დაახლოებით როდის დაიწერა. ზაქარიას წიგნში მოხსენიებული ბოლო თარიღი არის დარიოსის მეფობის მეოთხე წლის ქისლევის თვის მეოთხე დღე (დაახლ. ძვ. წ. 518 წლის 1 დეკემბერი) (7:1). შესაბამისად, მისი წერა დასრულდებოდა არაუადრეს ძვ. წ. 518 წლის მიწურულს. ვინაიდან იეჰოვას სიტყვა „დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს“ (ძვ. წ. 520 წლის ოქტომბერ-ნოემბერი) გამოეცხადა ზაქარიას (1:1), წიგნი სულ მცირე ორწლიან პერიოდს მოიცავს.
-