სინათლის მატარებელნი — რა მიზნისათვის?
„მე დაგაყენე სინათლედ წარმართებისათვის“ (საქმე 13:47).
1. როგორ იმოქმედა პავლე მოციქულზე დავალებამ, რომლის შესახებაც ნათქვამია საქმე 13:47?
„ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე სინათლედ წარმართებისათვის, რომ შენ იყო დასახსნელად დედამიწის კიდემდე“, — თქვა პავლე მოციქულმა (საქმე 13:47). მაგრამ იგი არა მარტო ამბობდა ამ სიტყვებს, არამედ შეგნებული ჰქონდა ამ სიტყვების მნიშვნელობა. გახდა რა ქრისტიანი, პავლემ სავსებით მიუძღვნა თავისი თავი ამ დავალების შესრულებას (საქმე 26:14–20). ჩვენც ხომ არ მოგვცა ეს დავალება? თუ დიახ, მაშინ რატომ არის დღეს ის ასე მნიშვნელოვანი?
კაცობრიობისათვის როდის „ჩაქრა ლამპრები“
2. ა) რა მოხდა მაშინ, როცა ქვეყნიერება შევიდა თავისი აღსასრულის ხანაში და როგორ იმოქმედა ამან საფუძვლიანად მის სულიერ და ზნეობრივ მდგომარელბაზე? ბ) როგორ გამოეხმაურა 1914 წლის აგვისტოში მიმდინარე მოვლენებს ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე?
2 ეს ქვეყნიერება თავისი აღსასრულის ხანაში შევიდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაიბადა დღეს მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობა. ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სწრაფად სცვლიდა მეორეს. დედამიწაზე გადმოგდებული იქნა სატანა, ეშმაკი — სულიერი და ზნეობრივი სიბნელის მთავარი დამნაშავე (ეფესელთა 6:12; გამოცხადება 12:7–12). კაცობრიობა უკვე ჩაბმული იყო პირველ მსოფლიო ომში. აგვისტოს დასაწყისში, 1914 წელს, როდესაც გარდაუვალი იყო ომი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერ ედუარდ გრეიმ, რომელიც იდგა თავისი კაბინეტის ფანჯარასთან, თქვა: „მთელ ევროპაში ქრება ლამპრები, ჩვენს სიცოცხლეში მეტად ვეღარ ვიხილავთ, თუ როგორ აენთებიან ისინი კვლავ“.
3. რას მიაღწიეს მსოფლიო ლიდერებმა იმით, რომ ცდილობდნენ კაცობრიობის მომავლის შელამაზებას?
3 ეს ლამპრები რომ კვლავ ანთებულიყო, 1920 წელს მოქმედება იწყო ერთა ლიგამ. მაგრამ სინათლე ოდნავ ბჟუტავდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ლიდერებმა ჩაატარეს მორიგი მცდელობა, ამჯერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეშვეობით. სინათლე არც მაშინ გამხდარა უფრო კაშკაშა. მიუხედავად ამისა, სულ ახლახანს მომხდარი მოვლენების მხედველობაში მიღებით მსოფლიო ლიდერები ალაპარაკდნენ „ახალი მსოფლიო წესწყობილების“ შესახებ. მაგრამ შეუძლებელია ითქვას, რომ ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება მოიტანა მათ მიერ შექმნილმა „ახალმა ერამ“. პირიქით, ის კი შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო შეტაკებები, ეროვნული შუღლი, დანაშაულობა, უმუშევრობა, სიღატაკე, გარემოს დაბინძურება და ავადმყოფობა — ყველაფერი ეს კვლავინდებურად არ აძლევს ადამიანებს საშუალებას გაიხარონ სიცოცხლით.
4, 5. ა) როგორ და როდის მოიცვა საკაცობრიო ოჯახი სიბნელემ? ბ) რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ მოხდეს გათავისუფლება?
4 სინამდვილეში სინათლე კაცობრიობისათვის ჩაქრა ჯერ კიდევ 1914 წლამდე, დიდი ხნით ადრე. ეს მოხდა დაახლოებით 6000 წლის წინათ ედემში, მაშინ, როდესაც ჩვენმა პირველმა მიწიერმა მშობლებმა ამჯობინეს თავიანთი საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება, და ყურადღება არ მიაქციეს ღმერთის ნათლად გამოხატულ ნება-სურვილს. იმ დროიდან საკაცობრიო მოდგმის მწარე განცდები ეს მხოლოდ ეპიზოდებია იმ ცხოვრებისა, რომელიც ბიბლიის თანახმად, იმყოფება „სიბნელის ძალაუფლებაში“ (კოლასელთა 1:13). სატანა, ეეშმაკის ზეგავლენის ქვეშ, პირველმა ადამიანმა, ადამმა, კაცობრიობა ცოდვაში შეიყვანა, ხოლო ადამისაგან ცოდვა და სიკვდილი გავრცელდა მთელ კაცობრიობაზე (დაბადება 3:1–6; რომაელთა 5:12). ასე დაკარგა კაცობრიობამ იეჰოვას სინათლისა და სიცოცხლის წყაროს — კეთილ-განწყობა (ფსალმუნი 35:10).
5 ეს სინათლე ნებისმიერი ადამიანისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში აენთებოდა, თუ ის მიაღწევდა კაცობრიობის შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის მოწონებას. მაშინ მოიხსნებოდა ის „საფარველი, ერებს რომ აფარია“ — განაჩენი გამოტანილი ცოდვის გამო. როგორ იქნებოდა ეს შესაძლებელი? (ესაია 25:7).
მიცემულია „სინათლედ წარმართებისათვის“
6. როგორი შესანიშნავი მომავალი გახადა იეჰოვამ ჩვენთვის შესაძლებელი იესო ქრისტეს მეშვეობით?
6 ადამი და ევა ჯერ კიდევ არ იყვნენ გაძევებულნი, რომ იეჰოვამ უკვე იწინასწარმეტყველა „თესლი“, რომელიც იხსნის სიმართლის მოყვარულ ადმიანებს (დაბადება 3:15). როდესაც აღთქმული თესლი იშვა, როგორც ადამიანი, იეჰოვამ იერუსალიმის ტაძარში ხნიერი კაცი, სახელად სიმონი, აღძრა განესაზღვრა ეს თესლი, როგორც „სინათლე წარმართთა გასაბრწყინებლად“ (ლუკა 2:29–32). ადამიანები მემკვიდრეობითი ცოდვის შედეგად იმ შემთხვევაში გათავისუფლდებიან, თუ ირწმუნებენ იესოს სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის მსხვერპლს (იოანე 3:36). იციან რა იეჰოვას ნება, მათ ახლა შეუძლიათ მოელოდონ სრულყოფილ მარადიულ სიცოცხლეს, როდესაც იქნებიან ზეციური სასუფევლის ნაწილი, ან დედამიწაზე სამოთხეში ამ სასუფევლის ქვეშევრდომობით. როგორი შესანიშნავია ეს ღონისძიება!
7. რატომ გვავსებს იმედით ესაია 42:1—4 გამოთქმული აღთქმები და მათი შესრულება პირველ საუკუნეში?
7 თავად იესო ქრისტემ უნდა განახორციელოს ეს შესანიშნავი მომავლის გეგმა. რადგანაც იესო კურნავდა დასნეულებულ ადამიანებს, მათე მოციქულმა მის მიმართ გამოიყენა სიტყვები ესაია 42:1–4-დან. სადაც ერთ-ერთ მუხლში ნათქვამია: „აჰა, ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდმოვავლინე ჩემი სული. ის გამოუჩენს სამართალს ხალხებს“. განა ყველა ხალხს არ ესაჭიროება ეს? შემდეგ წინასწარმეტყველებაში წერია: „ის არ იყვირებს და არ ასწევს ხმას, არავის გააგონებს თავის ხმას ქუჩაში. გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს.“ დიახ, იესო არ ყოფილა ადამიანებთან მკაცრი, რომლებიც ისედაც დაუძლურებულნი იყვნენ. იესო თანამგრძნობი იყო მათდამი და ასწავლიდა იეჰოვას განზრახვებს, ამასთანავე კურნავდა კიდეც (მათე 12:15–21).
8. რა გაგებით დაადგინა იეჰოვამ იესო, როგორც „აღთქმად ერისთვის“ და „სინათლედ ხალხებისათვის„?
8 ის, ვინც ეს წინასწარმეტყველება მოგვცა, მიმართავს თავის მსახურს, იესოს, და ეუბნება: „მე უფალმა წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახე და დაგადგინე აღთქმად ერისათვის, სინათლედა ხალხებისათვის. რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილიდან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან — ბნელში მსხდომარენი“ (ესაია 42:6–7). დიახ, იეჰოვამ იესო დაადგინა აღთქმად „ერისათვის“, როგორც დანაპირების საზეიმო საწინდარი. როგორი აღმაფრთოვანებელია ეს! დედამიწაზე ყოფნისას, იესო ჭეშმარიტად მზრუნველობას იჩენდა კაცობრიობის მიმართ, მან კაცობრიობას სიცოცხლეც კი შესწირა. სწორედ მას მიანდო იეჰოვამ ყველა ხალხის მართვა. გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა მასზე საუბრობდა, როგორც სინათლეზე ხალხებისათვის. იესომ თავად თქვა: „მე სინათლე ვარ ქვეყნიერებისა“ (იოანე 8:12).
9. რატომ არ მიუძღვნა იესომ თავისი თავი იმჟამად არსებული წესწყობილების გაუმჯობესებას?
9 რა მიზნით ემსახურებოდა იესო ქვეყნიერებას სინათლედ? რასაკვირველია არა რაიმე ქვეყნიური ან მატერიალური მიზნით. ის არ ცდილობდა არსებული პოლიტიკური სისტემის გამოსწორებას. მას არც ამქვეყნის მმართველის, სატანისაგან და არც ადამიანებისაგან არ მიუღია მეფის წოდება (ლუკა 4:5–8; იოანე 6:15; 14:30). იესო უდიდეს თანაგრძნობას იჩენდა დასნეულებულთა მიმართ და შემსუბუქება მოჰქონდა მათთვის იმ სახით, რომლითაც სხვებს ვერ შეეძლოთ დახმარების აღმოჩენა. მაგრამ მან იცოდა, რომ შეუძლებელია ხანგრძლივი შემსუბუქება ადამიანთა იმ საზოგადოებაში, რომელიც იმყოვფება ღმერთის განაჩენის ქვეშ, მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვის მონობაში და რომელსაც მართავენ უხილავი ბოროტი სულიერი ძალები. ღვთაებრივი გამჭრიახობით იესომ მთელი თავისი ცხოვრება ღმერთის ნება-სურვილის შესასრულებლად მოახმარა (ებრაელთა 10:7).
10. რა მხრივ და რა მიზნით ემსახურებოდა იესო სინათლედ ქვეყნიერებას?
10 ასეთ შემთხვევაში, რა მხრივ და რა მიზნით ემსახურებოდა იესო ქვეყნიერებას სინათლედ? მან თავისი თავი უძღვნა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას (ლუკა 4:43; იოანე 18:37). ამოწმებდა რა ჭეშმარიტებას იეჰოვას განზრახვებთან დაკავშირებით, იესო აგრეთვე განადიდებდა თავისი ზეციური მამის სახელს (იოანე 17:4, 6). გარდა ამისა, იყო რა სინათლე ქვეყნიერებისა, იესო ამხელდა რელიგიურ სიცრუეს და სულიერ თავისუფლებას აძლევდა რელიგიურ მონობაში მყოფ ადამიანებს. იესო ამხელდა სატანას, როგორც იმ ადამიანების უხილავ მმართველს, რომლებიც სატანას განკარგულებაში იმყოფებოდნენ. იესომ, აგრეთვე, მკაფიოდ განსაზღვრა სიბნელის საქმეები (მათე 15:3–9; იოანე 3:19–21; 8:44). მან შესანიშნავად დაამტკიცა, რომ არის სინათლე ქვეყნიერებისა, შემოგვწირა რა თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე, როგორც გამოსასყიდი. ასეთი სახით შესაძლებლობა მისცა ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებენ ამ ღონისძიებას, მიეტევოთ ცოდვები, ჰქონდეთ სწორი ურთიერთდამოკიდებულება ღმერთთან, მარადიული სიცოცხლის იმედი და იმედი იმისა, რომ იქნებიან იეჰოვას საყოველთაო ოჯახის წევრები (მათე 20:28; იოანე 3:16). და ბოლოს, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა რა ღმერთისადმი სრულყოფილი ერთგულება, იესომ მხარი დაუჭირა იეჰოვას სუვერენიტეტს, დაამტკიცა, რომ ეშმაკი მატყუარაა და ამით სამართლიანობის მოყვარულ ადამიანებს გაუხსნა გზა მარდიული კეთილდღეობისაკენ. მაგრამ სინათლის მატარებელი მხოლოდ იესო უნდა ყოფილიყო?
„თქვენ ხართ მსოფლიოს სინათლე“
11. რა უნდა ეკეთებინათ იესოს მოწაფეებს, როგორც სინათლის მატარებლებს?
11 მათე 5:14, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ ხართ მსოფლიოს სინათლე“. მათ მისი ნაკვალევით უნდა ევლოთ. როგორც ცხოვრების სახით, ასევე ქადაგებით. მათ სხვებსაც უნდა უჩვენონ გზა ჭეშმარიტი განათლების წყარო — იეჰოვასაკენ. იესოს მიბაძვით მათ უნდა გამოეცხადებინათ იეჰოვას სახელი და მხარი დაეჭირათ მისი სუვერენიტეტისათვის. იესოს მსგავსად, მათ უნდა გამოეცხადებინათ ღმერთის სამეფო, როგორც კაცობრიობის ერთადერთი იმედი. მათ აგრეთვე უნდა ემხილათ რელიგიური სიცრუე, სიბნელის საქმეები და ამას ამოფარებული ყოველივე მაცდური. ქრისტეს მიმდევრებს ყველგან უნდა მოეთხროთ ადამიანთათვის გადარჩენის იმ სიყვარულით აღსავსე ღონისძიებაზე, რომელსაც იეჰოვა უმზადებს თავის მოყვარულთ, იესო ქრისტეს მეშვეობით. როგორ ერთგულად ასრულებდნენ პირველი ქრისტიანები ამ დავალებას, რომელიც ჯერ იერუსალიმსა და იუდეაში დაიწყეს, ხოლო შემდეგ იესოს მითითებით სამარიაშიც გადაინაცვლეს (საქმე 1:8).
12. ა) რა მასშტაბით უნდა გავრცელებულიყო სულიერი სინათლე? ბ) იეჰოვას სულის დახმარებით რა გაიგო პავლე მოციქულმა ესაია 42:6 დაკავშირებით და როგორ უნდა იმოქმედოს ამ წინასწარმეტყველებამ ჩვენს ცხოვრებაზე?
12 მაგრამ, კეთილი ცნობა არა მარტო ამ მხარეში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც უნდა ყოფილიყო ნაქადაგები. იესომ თავის მოწაფეებს შემდეგი სახის მითითება მისცა: „გაეხადათ მოწაფეებად ადამიანები ყველა ერიდან“ (მათე 28:19, აე). როდესაც ტარსუსელი სავლე შემობრუნდა, მაშინ უფალმა განსაკუთრებულად იმაზე მიუთითა, რომ სავლეს (რომელიც პავლე მოციქული გახდა) არა მხოლოდ იუდეველთათვის უნდა ექადაგა, არამედ წარმართებისათვისაც (საქმე 9:15). სულიწმიდის დახმარებით პავლეს ესმოდა, თუ რას ნიშნავდა ეს. მან დაინახა, რომ ესაია 42:6 ნიშნავდა წინასწარმეტყველება, რომელიც უშუალოდ იესოზე სრულდებოდა, აგრეთვე გულისხმობს მითითებას ყველა იმ პიროვნების მიმართ, ვისაც სწამს ქრისტესი. ამიტომ საქმე 13:47, როდესაც პავლე მოციქულმა მოიყვანა ესაიას ციტატა, თქვა: „ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე სინათლედ წარმართებისათვის, რომ შენ იყო დასახსნელად დედამიწის კიდემდე“. შენ კი რას შვრები? მიიტანე გულთან ეს მოვალეობა იყო სინათლის მატარებელი? იესოსი და პავლეს მსგავსად თუ ახმარ შენს ცხოვრებას ღმერთის ნება-სურვილის შესრულებას?
ღმერთი იძლევა სინათლესა და ჭეშმარიტებას, რათა გვატაროს ჩვენ
13. როგორი ხასიათისაა ჩვენი ლოცვა ფსალმუნის 42:3 შეთანხმებით და რისგან გვიცავს ის ჩვენ?
13 ჩვენ რომ საკუთარი ძალისხმევით გვეცადა „ლამპრების კვლავ ანათება“ კაცობრიობის მომავლის გასანათებლად, მაშინ ეს იმის დასტური იქნებოდა, რომ არ გვესმის ღმერთის შთაგონებული სიტყვის არსი. დამოუკიდებლად იმისა, თუ რას ჩადის ქვეყნიერება საერთოდ, ჭეშმარიტი ქრისტიანები შეჰყურებენ იეჰოვას, როგორც სინათლის ჭეშმარიტ წყაროს. მათი ლოცვა, ფსალმუნის 42:3 გამოთქმული ლოცვის მსგავსია: „გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთსთან და შენს სამყოფელთან“.
14, 15. ა) რა სახით გვიგზავნის იეჰოვა დღეს თავის სინათლესა და ჭეშმარიტებას? ბ) როგორ შეგვიძლია ვუჩვენოთ, რომ სინამდვილეში გვატარებს ღმერთის სინათლე და ჭეშმარიტება?
14 იეჰოვა კვლავინდებურად იძლევა პასუხს თავისი ერთგული მსახურების ამ ლოცვაზე. იგი გვიგზავნის სინათლეს იმით, რომ გვიცხადებს თავის განზრახვებს და გვაძლებს საშუალებას, გვესმოდეს ეს განზრახვები, შემდეგ კი სისრულეში მოყავს ის, რაც გამოგვიცხადა. ღმერთისადმი ჩვენს მიერ მიმართული ლოცვა — არ წარმოადგენს მხოლოდ რაიმე ფორმალობას, რომ გვქონდეს ღვთის მოსაობის სახე. როგორც ფსალმუნშია ნათქვამი, ჩვენ გულწრფელად გვსურს, რომ იეჰოვასგან გამომდინარე სინათლემ გვატაროს. სინათლეს ჩვენ ღმერთისაგან ვიღებთ, ხოლო სინათლესთან ერთად პასუხისმგებლობაც გვეძლევა. პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენ ვხედავთ, რომ იეჰოვას სიტყვის შესრულება იწვევს ნაგულისხმევ მითითებას ყველა იმ პიროვნების მიმართ, ვინც რწმენას იჩენს მისადმი. ჩვენ თავს, სხვა ადამიანების წინაშე მოვალედ ვგრძნობთ, სანამ არ გავიზიარებთ მათთან კეთილ ცნობას, რომელიც ღმერთმა გვანდო ამ მიზნისათვის (რომაელთა 1:14–15).
15 სინათლე და ჭეშმარიტება, რომლებსაც გვიგზავნის ჩვენს დღეებში იეჰოვა, ნათლად გვიჩვენებს, რომ იესო ქრისტე აქტიურად განაგებს თავისი ზეციური ტახტიდან (ფსალმუნი 2:6–8; გამოცხადება 11:15). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მეფობის დროს ეს კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ, როგორც მოწმობა, ნაქადაგები იქნება მთელს დასახლებულ დედამიწაზე (მათე 24:3, 14). დღეს მთელ პლანეტაზე, მთელი ძალისხმევით სრულდება ეს საქმე. და თუ ის ჩვენს ცხოვრებაშიც უმნიშვნელოვანესია, მაშინ, ფსალმუნმომღერალის თქმით, ჩვენ გვატარებს ღმერთის სინათლე და ჭეშმარიტება.
იბრწყინა იეჰოვას დიდებამ
16, 17. 17. 1914 წელს როგორ გაბრწყინდა იეჰოვას დიდება მის ცოლის მსგავს ორგანიზაციაზე და რა მითითება მისცა იეჰოვამ ამ ორგანიზაციას?
16 წერილები გულის აღმძვრელი ენით აღწერს იმას, თუ ყველგან, როგორ ვრცელდება ადამიანებზე ღვთაებრივი სინათლე. ნაწყვეტში, ესაია 60:1–3, რომელიც მიმართულია იეჰოვას „ცოლისადმი“ ანუ მის გულწრფელად ერთგულ მსახურთა ზეციური ორგანიზაციისადმი, ნათქვამია: „აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე. რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე“.
17 იეჰოვას დიდება 1914 წელს გაბრწყინდა მის ზეციურ, ცოლის მსგავს ორგანიზაციაზე, მაშინ, როცა დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ მან შვა მესიანური სამეფო, რომლის მეფესაც იესო ქრისტე წარმოადგენს (გამოცხადება 12:1–5). იეჰოვას დიდების სინათლე კეთილად იფრქვევა ამ ხელისუფლებაზე, როგორც მთელი დედამიწის კანონიერ მთავრობაზე.
18. ა) როგორც ესაია 60:2 ნაწინასწარმეტყველები, რატომ დაფარა წყვდიადმა ქვეყანა? ბ) როგორ შეიძლება მიწიერი წყვდიადიდან ცალკეული ადამიანების დახსნა?
18 ამისდა საპირისპიროდ, წყვდიადი ფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანური მმართველობის გამო ყველა ერი უარყოფს ღმერთის ძვირფასი ძის მმართველობას. ისინი ფიქრობენ, რომ თუ თავს დაიხსნიან მმართველობის ერთი ფორმისაგან და მიიღებენ მეორეს, შესძლებენ თავიანთი პრობლემების გადაწყვეტას. მაგრამ ამას არ მოაქვს სასურველი შვება. მათ არ შეუძლიათ იხილონ, თუ ვინ დგას კულისებს მიღმა და ვინ განაგებს ერებს სულიერი სფეროდან (2 კორინთელთა 4:4). ხალხები უარყოფენ სინათლის ჭეშმარიტ წყაროს და ამიტომაც რჩებიან წყვდიადში (ეფესელთა 6:12). მაგრამ, დამოუკიდებლად იმისა, თუ რითი არიან ერები დაკავებულნი, ცალკეული ადამიანების ხსნა შესაძლებელია ამ წყვდიადიდან. როგორი სახით? თუ მათ მტკიცედ სწამთ ღმერთის სასუფეველი და ემორჩილებიან მას.
19, 20. ა) როგორ და რანაირად იფრქვევა იეჰოვას დიდება იესოს სულითცხებულ მიმდევრებზე? ბ) რა მიზნით გახადა იეჰოვამ თავისი სულითცხებულნი სინათლის მატარებელნი? გ) წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთის მიერ მოცემულმა სინათლემ როგორ მიიზიდა „მეფეები“ და „ხალხები„?
19 ქრისტიანულმა სამყარომ არ იწამა ღმერთის სამეფო და არ დაემორჩილა მას. მაგრამ იესო ქრისტეს სულითცხებულმა მიმდევრებმა გააკეთეს ეს. ამიტომ ღვთაებრივი კეთილგანწყობილების სინათლე, რომელიც იეჰოვასაგან გამომდინარეობს, ანათებს იეჰოვას ზეციური ცოლის ხილულ მიმდევრებზე და მისი სინათლე მათზე ბრწყინავს (ესაია 60:19–21). ისინი შეჰხარიან სულიერ სინათლეს, რომელსაც ვერ ჩააქრობს ვერცერთი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილება. იეჰოვამ იხსნა ისინი დიდი ბაბილონისაგან (გამოცხადება 18:4). იეჰოვა კეთილადაა განწყობილი მათდამი, ვინაიდან მათ მიიღეს გამოსასწორებელი ზომები და ლოიალურად დაუჭირეს მხარი მის სუვერენიტეტს. მათ წინაშეა — მშვენიერი მომავალი და ისინი ხარობენ იმ იმედით, რომელიც მათ იეჰოვამ მისცა.
20 მაგრამ, რა მიზნით ეპყრობა იეჰოვა მათ ასეთი სახით? როგორც მან თავად განაცხადა ესაია 60:21 — თავისი „დიდებისათვის“, რათა მისი სახელი იყოს განდიდებული და სხვებმა, რომლებიც ისწრაფვიან ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისაკენ, ისარგებლონ მარადიული სიკეთით. ამისდა შესაბამისად, 1931 წელს ღმერთის ამ ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა მიიღეს სახელწოდება იეჰოვას მოწმეები. როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, მიიზიდა თუ არა ამ დამოწმებამ „მეფეები“ სინათლისაკენ, რომელსაც ირეკლავენ ეს თაყვანისმცემლები? დიახ! მაგრამ არა დედამიწის პოლიტიკური მმართველები, არამედ ნარჩენი იმ ხალხისა, რომლებიც დანიშნულნი არიან მეფეებად, რათა იმეფონ ქრისტესთან ერთად მის ზეციურ სამეფოში (გამოცხადება 1:5, 6; 21:24). ხოლო რა შეიძლება ითქვას „ხალხებზე„? თუ მიიზიდა ისინი ამ სინათლემ? რასაკვირველია! სინათლემ მიიზიდა არა ცალკეული სახელმწიფოები, არამედ ხალხთა დიდი უმრავლესობა, რომლებიც გამოსულები არიან ყველა ერიდან და რომელთაც დაიკავეს ღმერთის სასუფევლის მხარე და ახლა მოუთმენლად ელიან ხსნას, რათა იცხოვრონ ღმერთის ახალ ერაში. ეს იქნება ნამდვილად ახალი ერა, რომელშიც იზეიმებს სამართლიანობა (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 7:9, 10).
21. როგორ შეგვიძლია ვუჩვენოთ, რომ ამაოდ არ მიგვიღია იეჰოვას დაუმსახურებელი სიკეთე, რომლის წყალობითაც გვაქვს მისი ნება-სურვილის შეცნობის უნარი?
21 მიეკუთვნები თუ არა სინათლის მატარებელთა ამ მზარდ უმრავლესობას? იეჰოვამ ჩვენ მოგვცა უნარი შევიცნოთ მისი ნება, რათა იესოს მსგავსად ვიყოთ სინათლის მატარებელნი. დაე, ჩვენ, ვიქნებით რა გულმოდგინენი იმ საქმეში, რომელიც დღეს თავის ხალხს ანდო იეჰოვამ, ვუჩვენოთ, რომ ამაოდ არ მიგვიღია დაუმსახურებელი სიკეთე, რომელიც ღმერთმა აღმოგვიჩინა (2 კორინთელთა 6:1–2). ჩვენს დროში, უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობს. არ არის უფრო დიდი უპირატესობა, ვიდრე განადიდო იეჰოვა იმით, რომ აირეკლავ სხვებისათვის მისგან გამომდინარე სინათლეს.
როგორ უპასუხებდი შენ?
◻ რა არის კაცობრიობის სავალალო პრობლემების ფესვი?
◻ რა მხრივ არიან იესო და მისი მიმდევრები „სინათლე ქვეყნიერებისა„?
◻ როგორ დავყავართ ჩვენ იეჰოვას სინათლესა და ჭეშმარიტებას?
◻ რა სახით გადმოაფრქვია იეჰოვამ დიდება თავის ორგანიზაციაზე?
◻ რა მიზნით გახადა იეჰოვამ თავისი ხალხი სინათლის მატარებელი?
[სურათების საავტორო უფლებები 9 გვერდზე]
Tom Haley/Sipa
Paringaux/Sipa