-
უფუარობის დღესასწაულიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. მათეს 16:6, 11, 12-ში იესო ქრისტემ საფუვრის სიმბოლური მნიშვნელობა ახსნა და თავისი მოწაფეები გააფრთხილა: „იფხიზლეთ და მოერიდეთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“. როცა მოწაფეებმა არასწორად გაიგეს მისი ნათქვამი, იესომ მათ პირდაპირ უთხრა: «როგორ ვერ ხვდებით, რომ პურზე არ მითქვამს, არამედ იმაზე, რომ ერიდოთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“. მაშინ მიხვდნენ, რომ მან უთხრა, მორიდებოდნენ ... ფარისევლებისა და სადუკეველების სწავლებას». როგორც ლუკა გვატყობინებს, იესომ მოწაფეებს ერთხელ პირდაპირ უთხრა, რომ მორიდებოდნენ ფარისევლების საფუარს — თვალთმაქცობას (ლკ. 12:1).
მოციქულმა პავლემაც ასეთივე სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა საფუარს, როცა ის უფუარობის დღესასწაულთან ერთად მოიხსენია და თანაქრისტიანებს შემდეგი რჩევა მისცა: „ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა ახალი ცომი იყოთ, რადგან უფუარნი ხართ, ვინაიდან შეწირულ იქნა ქრისტე, ჩვენი პასექი. ამიტომ ნურც ძველი საფუვრით ვიდღესასწაულებთ და ნურც ბოროტებისა და უკეთურობის საფუვრით, არამედ გულწრფელობისა და ჭეშმარიტების უფუარი პურებით“ (1კრ. 5:6—8).
-
-
ჰეროდეს მომხრეებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ჰეროდეს მომხრეებს პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია ეკავათ. მათი მოწინააღმდეგეები, ერთი მხრივ, ფარისევლები და იუდეველი ზელოტები იყვნენ, რომლებსაც იუდეველთა სამეფოს სრული გათავისუფლება სურდათ რომაელთა გავლენისგან, ხოლო მეორე მხრივ — რომის იმპერიისთვის იუდეის შეერთების მსურველნი. როგორც ჩანს, თავისუფალ მოაზროვნედ მიჩნეული და ლიბერალურად განწყობილი ზოგიერთი სადუკეველიც ჰეროდეს იდეოლოგიას ემხრობოდა. ამაზე მიანიშნებს იესოს სიტყვები საფუვრის შესახებ, რომელიც ჩაწერილია მათესა და მარკოზის სახარებებში. მათეს 16:6-ში ნათქვამია: „მოერიდეთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“, ხოლო მარკოზის 8:15-ში წერია: „უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“. ამ მუხლის ბერძნულ ორიგინალში იესო ორჯერ მოიხსენიებს სიტყვა „საფუარს“, კერძოდ, „ფარისევლების საფუარს“ და „ჰეროდეს საფუარს“. სიტყვა „საფუვრის“ გამეორება ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ორი ჯგუფის დამახინჯებული სწავლებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ზოგიერთი ხელნაწერის, მაგალითად, ჩესტერ ბიტის პაპირუსის №1 (P45), ვაშინგტონისა (I) და კორიდეტის კოდექსების მიხედვით, მარკოზის 8:15-ში „ჰეროდეს“ ნაცვლად წერია „ჰეროდეს მომხრეები“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ა. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 2, გვ. 594; Our Bible and the Ancient Manuscripts, ფრედერიკ კენიონის რედაქციით, 1958, გვ. 215, 216).
-