-
კუთხის ქვა, ქვაკუთხედიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ფსალმუნის 118:22-დან ვიგებთ, რომ მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა „კუთხის თავში დასადები ქვა“ გახდებოდა (ებრ. როʼშ ფინნაჰ). იესომ ეს სიტყვები საკუთარ თავს, „მთავარ ქვაკუთხედს“ დაუკავშირა (ბერძ. კეფალეგონიას, კუთხის თავი; მთ. 21:42; მრ. 12:10, 11; ლკ. 20:17). იესო ქრისტე შედარებულია კუთხის თავში დასადებ ქვასთან, რადგან ის სულიერი ტაძრის — ცხებულთა ქრისტიანული კრების დამაგვირგვინებელი ქვაა. ფსალმუნის 118:22 პეტრემაც დაუკავშირა ქრისტეს და აღნიშნა, რომ იგი იყო ქვა, რომელიც ღმერთმა „კუთხის თავად“ აქცია (სქ. 4:8—12; იხ. აგრეთვე 1პტ. 2:4—7).
-
-
მაგალითებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ზოგი ვენახი ქვის კედლით იყო შემოღობილი (იგ. 24:30, 31), ზოგი კი ეკალბარდებით (ეს. 5:5). საწნახელს ხშირ შემთხვევაში კლდეში კვეთდნენ; მას ორი განყოფილება ჰქონდა. ყურძნის წვენი ზედა განყოფილებიდან ქვედა განყოფილებაში ჩადიოდა. ქურდებისა თუ ცხოველებისგან ვენახს საყარაულო კოშკიდან ყარაული იცავდა. ზოგ შემთხვევაში მევენახეები აღებული მოსავლის ნაწილს იღებდნენ ანაზღაურებად. ზოგჯერ მევენახეები მიწას იჯარით იღებდნენ ან ვენახის პატრონს მოსავლის ნაწილს აძლევდნენ. როგორც ჩანს, იესოს მაგალითშიც მევენახეები ვენახის პატრონთან მოსავლის ნაწილზე იყვნენ შეთანხმებულნი. მევენახეები, შესაძლოა, იმედოვნებდნენ, რომ თუ მემკვიდრეს მოკლავდნენ, ვენახი მათ დარჩებოდათ, რადგან პატრონი შორს იყო წასული. ესაიას 5:1—7-დან ჩანს, რომ „ისრაელის სახლი“ იყო „იეჰოვას ვენახი“. სახარებებიდან ვიგებთ, რომ იესომ ამ მაგალითის ასახსნელად 118-ე ფსალმუნის 22-ე, 23-ე მუხლები მოიყვანა.
-