-
გვქონდეს ისეთივე ერთობა, როგორიც იეჰოვას და იესოს აქვთ!საგუშაგო კოშკი — 2018 | ივნისი
-
-
წინასწარშექმნილ აზრზე სიყვარული და თავმდაბლობა იმარჯვებს
8. რა პრინციპი უდევს საფუძვლად ქრისტიანულ ერთობას? ახსენით.
8 იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ჩვენს ერთობას. „თქვენ ყველანი ძმები ხართ“, — თქვა მან (წაიკითხეთ მათეს 23:8, 9). ჩვენ ძმები იმ გაგებით ვართ, რომ საერთო წინაპარი გვყავს (საქ. 17:26). მაგრამ, როგორც იესომ ახსნა, მისი მიმდევრები იმ გაგებითაც იყვნენ და-ძმები, რომ ისინი იეჰოვას ზეციერ მამად აღიარებდნენ (მათ. 12:50). ამასთანავე, ისინი გახდნენ დიდი სულიერი ოჯახის წევრები, რომელთაც სიყვარული და რწმენა აერთიანებდათ. ამიტომ მოციქულები თავიანთ წერილებში ხშირად მოიხსენიებდნენ თანაქრისტიანებს და-ძმებად (რომ. 1:13; 1 პეტ. 2:17; 1 იოან. 3:13).a
-
-
გვქონდეს ისეთივე ერთობა, როგორიც იეჰოვას და იესოს აქვთ!საგუშაგო კოშკი — 2018 | ივნისი
-
-
a სიტყვა „ძმებში“ შეიძლება ქრისტიანი დებიც იგულისხმებოდნენ. მართალია, პავლემ წერილი რომაელ „ძმებს“ მისწერა, მაგრამ ის დებსაც გულისხმობდა, რომელთაგან ზოგი სახელითაც მოიხსენია (რომ. 16:3, 6, 12). „საგუშაგო კოშკი“ დიდი ხანია, ქრისტიანებს და-ძმებად მოიხსენიებს.
-