-
ბიბლიური წინასწარმეტყველებისადმი რწმენას სიცოცხლის ხსნა მოაქვსსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
-
-
სამი თვის შემდეგ სირიის რომაელი მმართველი ცესტიუს გალუსი 30 000-იანი ჯარით სამხრეთისკენ ამბოხების ჩასახშობად მიემართება. მისი ჯარი კარვობის დღესასწაულზე შედის იერუსალიმში და სწრაფად იპყრობს ქალაქის გარეუბნებს. ზილოტები, რომლებიც ცესტიუს გალუსის ჯართან შედარებით მცირერიცხოვანნი არიან, ტაძარს აფარებენ თავს. მალე რომაელი ჯარისკაცები ტაძარსაც უტევენ. იუდეველები თავზარდაცემულნი არიან — წარმართი ჯარისკაცები მათ უწმინდეს ადგილს ბილწავენ! ამ დროს ქალაქში მყოფ ქრისტიანებს იესოს სიტყვები ახსენდებათ, რომ ‘როცა დაინახავდნენ, გამაპარტახებელი სისაძაგლე წმინდა ადგილზე იდგა, მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში უნდა გაქცეულიყვნენ’ (მათე 24:15, 16). გამოავლენენ ქრისტიანები რწმენას იესოს წინასწარმეტყველური სიტყვებისადმი და იმოქმედებენ შესაბამისად? მათი სიცოცხლე მათივე მოქმედებაზეა დამოკიდებული. მაგრამ როგორ გაიქცევიან ისინი?
უეცრად, გაურკვეველი მიზეზით ცესტიუს გალუსი ხსნის ალყას და ჯარი სანაპიროსკენ მიჰყავს. მათ ზილოტები მისდევენ. საოცარია, მაგრამ ქალაქში მალე მდგომარეობა უმჯობესდება. ქრისტიანები, რომლებმაც რწმენა გამოავლინეს იესოს წინასწარმეტყველური სიტყვებისადმი, იერუსალიმიდან პელაში გარბიან (ეს ნეიტრალური ქალაქი მდინარე იორდანის გადაღმა მთიან რეგიონში მდებარეობს). ისინი დროულად გარბიან. მალე ზილოტები იერუსალიმში ბრუნდებიან და დარჩენილ მოსახლეობას აიძულებენ, რომ აჯანყებაში შეუერთდნენa. ქრისტიანები, რომლებიც პელაში უსაფრთხოდ არიან, მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდებიან.
-
-
ბიბლიური წინასწარმეტყველებისადმი რწმენას სიცოცხლის ხსნა მოაქვსსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
-
-
a ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, რომ ზილოტები შვიდი დღის განმავლობაში მისდევდნენ რომაელებს, ბოლოს კი იერუსალიმში დაბრუნდნენ.
-