-
რა არის საჭირო ბედნიერების მისაღწევად?საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 სექტემბერი
-
-
მიუხედავად ამისა, შეიძლება დავინტერესდეთ, როგორ შეიძლება სიმართლეს მოშიებულთ და მოწყურებულთ ან მგლოვიარეებს ეწოდოთ ბედნიერები. ასეთი ადამიანები რეალურად აფასებენ მსოფლიო მდგომარეობას. ისინი „კვნესიან და ოხრავენ ყოველი სისაძაგლის გამო“, რაც ჩვენს დღეებში ხდება (ეზეკიელი 9:4). რასაკვირველია, ამის შედეგად ისინი თავისთავად არ ხდებიან ბედნიერები. მაგრამ, როდესაც იგებენ, რომ ღმერთს განზრახული აქვს დედამიწაზე სამართლიანობის დამყარება და ჩაგრულთათვის სამართლის გაჩენა, მათ სიხარულს საზღვარი არა აქვს (ესაია 11:4).
-
-
რა არის საჭირო ბედნიერების მისაღწევად?საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 სექტემბერი
-
-
მგლოვიარეებისთვის, სიმართლეს მოშიებულთა და სულიერს მოწყურებულთათვის ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედთან ახლო ურთიერთობის დამყარება. ადამიანებთან ახლო ურთიერთობა ხელს უწყობს ბედნიერებას, მაგრამ ამისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ღმერთთან ურთიერთობა. დიახ, მას, ვინც სიმართლის მოყვარულია და მზად არის ღვთის ხელმძღვანელობის მისაღებად, ნამდვილად შეიძლება ეწოდოს ბედნიერი.
-