-
იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს იესოსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
იოანეს გარეგნობა და საუბარი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე. მას აქლემის ბეწვი მოსავს და წელზე ტყავის სარტყელი აქვს შემორტყმული. იოანე კალიებითა და ველური თაფლით იკვებება. ის ხალხს მნიშვნელოვან ცნობას ამცნობს. იცით, რა ცნობაა ეს? იოანე ხალხს მოუწოდებს: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათე 3:2).
იოანეს ცნობა გულგრილს არ ტოვებს მსმენელს. ბევრი ხვდება, რომ აუცილებელია მონანიება და ღვთისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის შეცვლა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანის მთელი შემოგარენი“ (მათე 3:5). ბევრი, ვინც იოანეს სიტყვებს ისმენს, აღიარებს თავის ცოდვებს, რის შემდეგაც იოანე მათ წყალში ნათლავს. რას ასიმბოლოებს ეს ნათლობა?
-
-
იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს იესოსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ნამდვილად რომ დროულია იოანეს სიტყვები: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათე 3:2). ამ სიტყვებით ყველასთვის ცხადი ხდება, რომ იესო ქრისტე, რომელსაც მომავალში იეჰოვა გაამეფებს, მალე მსახურებას შეუდგება.
-