-
მონანიებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
აღდგომის შემდეგ მიღებული შესაძლებლობა. პირველ საუკუნეში იესომ იუდეის რამდენიმე ქალაქს მიმართა და აღნიშნა, რომ მომავალ სასამართლოს დღეს ისინიც გასამართლდებოდნენ (მთ. 10:14, 15; 11:20—24). მისი სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქალაქების ზოგიერთი მცხოვრები აღდგებოდა. მართალია, წარსულში მათი მოუნანიებლობის გამო მათ შეიძლება გაუჭირდეთ მონანიება, მაგრამ მაინც მიეცემათ შესაძლებლობა, თავი დაიმდაბლონ, მოინანიონ და იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთს დაუბრუნდნენ. ვინც ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, სამუდამოდ განადგურდება (შდრ. გმც. 20:11—15; იხ. სასამართლოს დღე). მაგრამ ისინი, ვინც ზოგიერთი მწიგნობრისა და ფარისევლის მსგავსად შეგნებულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ღვთის სული ქრისტეს მეშვეობით ვლინდებოდა, მკვდრეთითაც კი არ აღდგებიან. ამგვარად ისინი ვერ გაექცევიან „გეენის სასჯელს“ (მთ. 23:13, 33; მრ. 3:22—30).
-
-
სიდონი, სიდონელებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
უცნობი მიზეზის გამო ჰეროდე აგრიპა I გულმოსული იყო სიდონელებზე, რომლებიც მისი სამფლობელოდან საზრდოობდნენ. მოსარიგებლად დათქმულ დღეს ჰეროდეს სიდონელებმა ხოტბა ასე შეასხეს: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“. მაშინ იეჰოვას ანგელოზმა დასცა ჰეროდე და მალე ის მატლებისგან შეჭმული მოკვდა (სქ. 12:20—23).
-