-
დაღლილნი, მაგრამ არა ძალაგამოცლილნისაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 აგვისტო
-
-
1, 2. ა) რა გულში ჩამწვდომი მოწვევის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც სურს იეჰოვასადმი წმინდა თაყვანისმცემლობა? ბ) რამ შეიძლება შეუქმნას სერიოზული საფრთხე ჩვენს სულიერობას?
ჩვენთვის, იესოს მოწაფეებისთვის, კარგად არის ცნობილი მისი გულში ჩამწვდომი მოწვევა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ . . . ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30). გარდა ამისა, ქრისტიანებს „იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ უდგებათ (საქმეები 3:19, აქ). უეჭველია, საკუთარ თავზე გექნებათ განცდილი გამომაცოცხლებელი გავლენა, რაც ჭეშმარიტების შესწავლას, ბედნიერი მომავლის იმედის ჩასახვასა და იეჰოვას ნორმების ცხოვრებაში გამოყენებას მოაქვს.
2 მიუხედავად ამისა, იეჰოვას ზოგ თაყვანისმცემელს ემოციურ დაღლილობასთან უწევს ბრძოლა. ზოგჯერ გულგატეხილობის პერიოდი ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ ხანდახან დაღლილობით გამოწვეულ უარყოფით გრძნობებს შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ვერ გაუმკლავდეს ქრისტიანი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ქრისტიანული პასუხისმგებლობების შესრულება ტვირთად ექცა, ნაცვლად იმისა, რომ იესოს დანაპირების თანახმად, გამომაცოცხლებელი ყოფილიყო. ასეთმა უარყოფითმა გრძნობებმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას იეჰოვასთან ქრისტიანის ურთიერთობას.
-
-
დაღლილნი, მაგრამ არა ძალაგამოცლილნისაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 აგვისტო
-
-
ქრისტიანობა არ არის ძალების გამომცლელი
5. ერთი შეხედვით, როგორი შეუსაბამობა შეინიშნება ქრისტიანად ყოფნასთან დაკავშირებით?
5 ქრისტიანად ყოფნა, რასაკვირველია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს (ლუკა 13:24). იესომ ასეთი რამეც კი აღნიშნა: «ვინც არ აიღებს თავის ჯვარს [„წამების ბოძს“, აქ] და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე» (ლუკა 14:27). იესოს ეს სიტყვები ერთი შეხედვით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მისივე განაცხადს, რომ მისი ტვირთი მსუბუქი და გამომაცოცხლებელია, მაგრამ სინამდვილეში ამ ორ განაცხადს შორის შეუსაბამობა არ არსებობს.
6, 7. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ღვთისადმი ჩვენი თაყვანისმცემლობა არ არის ძალების გამომცლელი?
6 თუმცა ღირებული საქმის შესასრულებლად ძალისხმევა და მძიმედ შრომა ფიზიკურად დამღლელია, მის შედეგად ადამიანი კმაყოფილებასა და გამოცოცხლებას გრძნობს (ეკლესიასტე 3:13, 22). განა არსებობს იმაზე უკეთესი საქმიანობა, ვიდრე ის, რომ გავუზიაროთ ბიბლიური ჭეშმარიტება ადამიანებს? გარდა ამისა, ნებისმიერი სირთულე, რომელსაც იმ დროს ვაწყდებით, როდესაც ღვთის მაღალი მორალური ნორმებით ცხოვრებას ვცდილობთ, არაფერია იმ სარგებლობასთან შედარებით, რასაც ერთგულების შედეგად ვიღებთ (იგავები 2:10—20). იმ შემთხვევაშიც კი, თუ გვდევნიან, ჩვენ პატივად მივიჩნევთ, რომ ღვთის სამეფოს გამო შეურაცხგვყოფენ (1 პეტრე 4:14).
7 იესოს ტვირთი ნამდვილად გამომაცოცხლებელია, განსაკუთრებით, როდესაც ვადარებთ მას იმ უღელთან, რომლის ტარებაც ცრუ რელიგიის სულიერ სიბნელეში მყოფ ადამიანებს უწევთ. ღმერთს სათუთი გრძნობები აქვს ჩვენ მიმართ და ისეთ მოთხოვნებს არ გვაკისრებს, რომელთა შესრულებასაც ვერ შევძლებთ. იეჰოვას „მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3). ჭეშმარიტი ქრისტიანობა, როგორც საღვთო წერილშია აღწერილი, ძალების გამომცლელი არ არის. დიახ, ღვთისადმი თაყვანისმცემლობა არ იწვევს დაღლილობასა და გულგატეხილობას.
-