-
ჰეროდეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ანტიპამ ცოლად შეირთო ნაბატეველთა (ნაბატეის დედაქალაქი იყო პეტრა) მეფის, ჰარიტატის ასული. ერთხელ რომისკენ მიმავალი ანტიპა ეწვია თავის ნახევარძმას, ფილიპეს, ჰეროდე დიდისა და მარიამნა II-ის ვაჟს (არა ტეტრარქი ფილიპე). მას შეუყვარდა ფილიპეს ამბიციური ცოლი ჰეროდია, რომელიც თავისთან გალილეაში წაიყვანა და მასზე იქორწინა, ხოლო ჰარიტატის ასულს გაეყარა და მამასთან დააბრუნა. შეურაცხყოფილმა ჰარიტატმა ანტიპას ომი გამოუცხადა. ის შეიჭრა ანტიპას სამფლობელოში და დიდი ზარალი მიაყენა. ესეც არ იკმარა და ლამის ტახტიც დააკარგვინა. ანტიპამ დახმარებისთვის რომს მიმართა. იმპერატორმა ჰარიტატის შეპყრობის ან მოკვლის ბრძანება გასცა.
-
-
ჰეროდეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იოანე ნათლისმცემლის მკვლელი. ჰეროდე ანტიპამ ჰეროდიასთან მრუშობის გამო იოანე ნათლისმცემლისგან გაკიცხვა დაიმსახურა. იოანეს ჰქონდა უფლება, გაეკიცხა ანტიპა, რადგან ანტიპა ფორმალურად იუდეველი იყო და მოსეს კანონს ექვემდებარებოდა. ანტიპამ იოანე ციხეში ჩაასმევინა მისი მოკვლის მიზნით, თუმცა ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. ანტიპას დაბადების დღეზე ჰეროდიას ქალიშვილმა ისე აამა თავისი ცეკვით ანტიპას, რომ ამ უკანასკნელმა ფიცით აღუთქვა ნებისმიერი სურვილის შესრულება. ჰეროდიასგან დარიგებულმა ქალიშვილმა იოანეს თავი მოითხოვა. ჰეროდე ცოტა არ იყოს შეწუხდა, თუმცა ფიცი, რომ არ გაეტეხა და მოპატიჟებულთა წინაშე თავი არ შეერცხვინა, ჰეროდიას ქალიშვილს სურვილი შეუსრულა (მოსეს კანონით უკანონო ქმედების, მაგალითად მკვლელობის, განსახორციელებლად დადებული ფიცის გატეხვა ებრაელს დანაშაულში არ ჩაეთვლებოდა) (მთ. 14:3—12; მრ. 6:17—29).
-
-
ჰეროდეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
5. ჰეროდე ფილიპე. ჰეროდე დიდისა და მარიამნა II-ის (მღვდელმთავარ სიმონის ასული) ვაჟი. ჰეროდიას პირველი ქმარი, რომელსაც ის ჰეროდე ანტიპაზე (ფილიპეს ნახევარძმა) დაქორწინების მიზნით გაეყარა. ის გაკვრით მოიხსენიება მათეს 14:3-ში, მარკოზის 6:17, 18-სა და ლუკას 3:19-ში.
ისტორიკოსები მას ჰეროდე ფილიპეს უწოდებენ, რათა განასხვაონ ის ტეტრარქ ფილიპესგან, რომელიც იოსებ ფლავიუსის ცნობით, აგრეთვე, ჰეროდე დიდის ვაჟი იყო, ოღონდ სხვა ცოლისგან, იერუსალიმელი კლეოპატრასგან.
-
-
ჰეროდიაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ჰეროდიას ძმა, ჰეროდე აგრიპა I, რომიდან ახ. წ. 38 წელს დაბრუნდა მეფის ტიტულით. ამან ძალიან გაანაწყენა ჰეროდია, რომლის ქმარი, მიუხედავად იმისა, რომ მეფის ვაჟი იყო, მხოლოდ ერთ-ერთი მხარის მმართველი რჩებოდა. ცოლის დაჟინებული მოთხოვნით ჰეროდე ანტიპა რომს გაემგზავრა სამეფო ტახტის მიღების იმედით. იოსებ ფლავიუსის ცნობით, ჰეროდიას ძმამ, აგრიპამ, იმპერატორ კალიგულას საიდუმლოდ წერილები გაუგზავნა, რომელშიც ანტიპას პართელებთან შეთქმულებაში სდებდა ბრალს. ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ ანტიპა გალიაში გადაასახლეს. ჰეროდიაც მას გაჰყვა („იუდეველთა სიძველენი“, XVIII, 240—256 [vii, 1, 2], ინგლ.; „იუდეველთა ომი“, II, 181—183 [ix, 6], ინგლ.).
-