-
ჯოჯოხეთის ცეცხლს გულისხმობდა იესო?საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივნისი
-
-
ვისაც სწამს მოძღვრება ჯოჯოხეთის შესახებ, არგუმენტად მოჰყავთ მარკოზის 9:48 (ან ამავე თავის 44-ე და 46-ე მუხლები საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდან), სადაც იესო მოიხსენიებს მატლებს, რომლებიც არ კვდებიან, და ცეცხლს, რომელიც არ ქრება. როგორ აუხსნიდით სხვას ამ სიტყვებს?
ბიბლიის ზოგ თარგმანში მარკოზის 9:44, 46 და 48-ე მუხლებში ერთი და იგივე სიტყვები წერიაa. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ვკითხულობთ: „ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება“ (მარ. 9:47, 48).
-
-
ჯოჯოხეთის ცეცხლს გულისხმობდა იესო?საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივნისი
-
-
a ბიბლიის ყველაზე სანდო ხელნაწერები არ შეიცავს 44-ე და 46-ე მუხლებს. მეცნიერების აზრით, ეს ორი მუხლი მოგვიანებით ჩაამატეს. პროფესორი არჩიბალდ რობერტსონი წერს: „უძველეს და ყველაზე სანდო ხელნაწერებში ეს ორი მუხლი არ გვხვდება. ისინი ჩნდება დასავლურ და სირიულ (ბიზანტიურ) ხელნაწერებში, რომლებშიც მეორდება 48-ე მუხლის სიტყვები. ამიტომ ჩვენს თარგმანში არ შევიტანეთ 44-ე და 46-ე მუხლები, რადგან ეს მუხლები დამატებულია“.
-