-
წინასწარმეტყველება 2. შიმშილობასაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მაისი
-
-
წინასწარმეტყველება 2. შიმშილობა
„იქნება . . . საკვების უკმარისობა“ (მარკოზი 13:8).
● ერთი მამაკაცი ნიგერიის სოფელ კვარატაჯში თავშესაფარს ეძებს. მისი და-ძმები და ბიძაშვილებიც იქ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან, რათა შიმშილს თავი დააღწიონ. ეს კაცი მიწაზე დაგდებულ ნოხზე მარტო წევს. რატომ არის მარტო? „ის ვეღარ არჩენს [ოჯახის წევრებს] და ამიტომ მათ თვალებში ვეღარ უყურებს“, — ამბობს სოფლის თავკაცი, სიდი.
რაზე მეტყველებს ფაქტები? ყოველდღე მსოფლიოში 7-დან 1 ადამიანი ვერ იღებს საკმარის საკვებს. გაცილებით უარესი მდგომარეობაა საჰარის უდაბნოში (აფრიკა), სადაც 3-დან 1 ადამიანი ქრონიკულ შიმშილს განიცდის. ეს რომ უკეთ წარმოვიდგინოთ, მაგალითად ავიღოთ ოჯახი — მამა, დედა და შვილი. თუ მათ მხოლოდ ორი ადამიანისთვის საკმარისი საკვები აქვთ, რომელი დარჩება მშიერი მამა, დედა თუ შვილი? ასეთ ოჯახებს ყოველდღიურად უწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება.
რა თვალსაზრისია გავრცელებული? დედამიწაზე იმაზე მეტი საკვებია, ვიდრე საჭიროა. რესურსებს უბრალოდ სწორი გადანაწილება სჭირდება.
შეესაბამება ეს თვალსაზრისი სინამდვილეს? ადამიანებს დღეს წინანდელთან შედარებით გაცილებით მეტი პროდუქტის წარმოება და ტრანსპორტირება შეუძლიათ. სახელმწიფოებს საკვები პროდუქტების სწორად გადანაწილება რომ შეეძლოთ, შიმშილის პრობლება აღარ იქნებოდა. ისინი უკვე ათწლეულებია ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ უშედეგოდ.
თქვენ როგორ ფიქრობთ? სრულდება მარკოზის 13:8-ში ჩაწერილი სიტყვები? ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად, გადაიჭრა საკვების უკმარისობის გლობალური პრობლემა?
-
-
წინასწარმეტყველება 2. შიმშილობასაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მაისი
-
-
[ჩანართი 5 გვერდზე]
„პნევმონიით, დიარეით და სხვა დაავადებებით დაღუპულ ბავშვთა მესამედს ეს ბედი არ ეწეოდა, შიმშილისგან ღონემიხდილი რომ არ ყოფილიყვნენ“ (ენ ვინემენი, გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი).
-