-
ღვთის სამეფო მმართველობს!იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
2. როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ შეიცვალნენ ადამიანები 1914 წლის შემდეგ?
მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და იმის ნიშანი, რომ ქვეყნიერების ბოლო დადგა?“ (მათე 24:3). ამის პასუხად იესომ იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მისი გამეფების შემდეგ. მაგალითად, მან თქვა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იქნებოდა ომები, საკვების უკმარისობა და მიწისძვრები (წაიკითხეთ მათეს 24:7). ბიბლიაში ისიცაა ნაწინასწარმეტყველები, რომ „ბოლო დღეებში“ ხალხიც შეიცვლებოდა, რის გამოც ცხოვრება „ძნელად ასატანი“ გახდებოდა (2 ტიმოთე 3:1—5). აშკარაა, რომ ამ ყველაფრის მოწმენი განსაკუთრებით 1914 წლის შემდეგ ვხდებით.
3. რატომ გაუარესდა მსოფლიო მდგომარეობა ღვთის სამეფოს დაარსების შემდეგ?
გამეფებიდან მალევე იესო ზეცაში სატანასა და მის დემონებს შეებრძოლა. ამ ომში სატანა დამარცხდა და, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ის „გადმოაგდეს დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად გადმოყარეს“ (გამოცხადება 12:9, 10, 12). სატანა განრისხებულია, რადგან იცის, რომ განადგურება ელის. ის იმდენადაა გაბოროტებული, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანთა ცხოვრებას აუტანელს ხდის. ამის ფონზე, გასაკვირი არ არის, თუ რატომაა ასეთი ცუდი ვითარება მსოფლიოში. მაგრამ ღვთის სამეფო ამ მდგომარეობას გამოასწორებს.
-
-
ღვთის სამეფო მმართველობს!იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
5. როგორ შეიცვალა მსოფლიო 1914 წლის შემდეგ
იესომ იწინასწარმეტყველა, თუ როგორ განვითარდებოდა მსოფლიოში მოვლენები მისი გამეფების შემდეგ. წაიკითხეთ ლუკას 21:9—11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
აქ ჩამოთვლილთაგან რომელი მოვლენის მოწმე გამხდარხართ ან რომლის შესახებ გსმენიათ?
მოციქულმა პავლემ აღწერა, თუ როგორ შეიცვლებოდა ხალხი ადამიანთა მმართველობის ბოლო დღეებში. წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ამჩნევთ ასეთ ცვლილებებს ხალხში? განსაკუთრებით რომელს აღნიშნავდით?
-