-
‘რა იქნება შენი თანდასწრების. . . ნიშანი?’საგუშაგო კოშკი — 1994 | 15 თებერვალი
-
-
16. იესოს წინასწარმეტყველების რა დამატებით თვალსაზრისს შეიცავს ლუკას 21:24 და რა მნიშვნელობა აქვს მას?
16 თუ მათეს 24:15-28-ს და მარკოზის 13:14-23-ს შევადარებთ ლუკას 21:20-24-თან, ჩვენ ვნახავთ მეორე მითითებას იმაზე, რომ იესოს წინასწარმეტყველება იერუსალიმის დანგრევაზე მეტს ითვალისწინებდა. გაიხსენე, რომ მხოლოდ ლუკა მოიხსენიებს ეპიდემიებს. მსგავსად ამისა, მხოლოდ მან დაასრულა იესოს წინასწარმეტყველების ეს მონაკვეთი ასეთი სიტყვებით: „იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა დრო“e(ლუკა 21:24). ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს ბაბილონელებმა დაამხეს იუდეველთა უკანასკნელი მეფე, რის შემდეგ, იერუსალიმი, რომელიც ღმერთის სამეფოს წარმოადგენდა იყო გათელილი (მეოთხე მეფეთა 25:1-26; პირველი ნეშტთა 29:23; ეზეკიელი 21:30-32). ლუკას 21:24-ში იესომ მიუთითა, რომ ასეთი ვითარება ღმერთის მიერ სამეფოს აღდგენამდე დარჩებოდა.
-
-
‘რა იქნება შენი თანდასწრების. . . ნიშანი?’საგუშაგო კოშკი — 1994 | 15 თებერვალი
-
-
e მრავალი შენიშნავს, რომ ლუკას 21:24-ის შემდეგ იცვლება თემა. დოქტორი ფილოსოფიის დარგში, ლეონ მორისი, აღნიშნავს: „შემდეგ იესო საუბრობს წარმართთა დროის შესახებ. . . მეცნიერების უმრავლესობის თვალსაზრისით აქ ყურადღება გადადის ძე კაცისას მოსვლის პერიოდზე“. პროფესორი რ. გინსი წერს: „ძე კაცისას მოსვლა“ (მათე 24:29-31; მარკოზი 13:24-27). ამ თემის დაწყებას უზრუნველყოფს ‘წარმართთა დროის’ მოხსენიება; აქ [ლუკა] აღწერს არა მხოლოდ იერუსალიმის დანგრევას, არამედ იმასაც, რაც მომავალში მოხდება“.
f პროფესორი ვალტერ ლიფელდი წერს: „სავსებით შესაძლებელია დავუშვათ, რომ იესოს წინასწარმეტყველებებში გაერთიანებულია ორი პერიოდი: 1) ახალი წელთაღრიცხვით 70 წლის შემთხვევები, რომელიც ტაძარს ეხებოდა და 2) უფრო აპოკალიპსური სიტყვებით აღწერილი მოვლენები, რომელიც მომავალში შესრულდება“. ჯ.რ. დამელოუმ ამას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ამ დიდებულ მსჯელობასთან დაკავშირებული მრავალი, ძალზე სერიოზული პრობლემა ქრება, როდესაც ხვდები, რომ ჩვენი უფალი გულისხმობდა ამ მოვლენებში არა ერთ, არამედ ორ შესრულებას, და რომ პირველი ასიმბოლიზირებდა მეორეს. . . განსაკუთრებით კი [ლუკას] 21:24-ში, სადაც ნათქვამია ‘წარმართთა დროის’ შესახებ. . . ჩანს დროის გაურკვეველი პერიოდი იერუსალიმის დაცემასა და ქვეყნიერების აღსასრულს შორის“.
-