-
„ქრისტეს სიყვარულის“ შეცნობადაუახლოვდი იეჰოვას
-
-
„მამა, აპატიე“
16. საიდან ჩანს, რომ იესო მაშინაც კი მზად იყო პატიებისთვის, როდესაც ძელზე იყო გაკრული?
16 სიყვარულის გამოვლენაში იესო სხვა მხრივაც ჰბაძავდა თავის მამას და პატიობდა სხვებს (ფსალმუნი 86:5). მისი მიმტევებლობა იმ დროსაც კი გამოჩნდა, როდესაც ძელზე იყო გაკრული. რას ამბობდა იესო, როდესაც ხელფეხმილურსმული სამარცხვინო სიკვდილს ელოდა? შესთხოვდა იეჰოვას თავისი მტრების დასჯას? სიკვდილის წინ იესომ სრულიად საპირისპირო რამ თქვა: „მამა, აპატიე, არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34).b
-
-
„ქრისტეს სიყვარულის“ შეცნობადაუახლოვდი იეჰოვას
-
-
b ლუკას 23:34-ის პირველი მონაკვეთი ზოგ ძველ ხელნაწერში არ გვხვდება. მაგრამ ამ სიტყვებს ბევრ სხვა აღიარებულ ხელნაწერში ვხვდებით, რის გამოც ჩართულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანსა“ და სხვა თარგმანებში. ამ სიტყვებით იესო, როგორც ჩანს, იმ რომაელ ჯარისკაცებს გულისხმობდა, რომლებმაც ძელზე გააკრეს. მათ არ ესმოდათ, რას აკეთებდნენ, რადგან მათთვის უცნობი იყო იესოს ნამდვილი ვინაობა. მას შესაძლოა მხედველობაში ის იუდეველებიც ჰყავდა, ვინც მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვა, მაგრამ მოგვიანებით ირწმუნა იგი (საქმეები 2:36—38). ცხადია, პასუხი უფრო მეტად მოეთხოვებოდათ რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები იყვნენ იესოს დასჯაზე, რადგან ისინი შეგნებულად სჩადიოდნენ ბოროტებას. მათ უმრავლესობას არ ეპატიებოდა დანაშაული (იოანე 11:45—53).
-