-
გონებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
გონებით სიყვარული. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ახალ შეთანხმებას დადებდა თავის ხალხთან და წმინდა სულის მეშვეობით თავის კანონებს მათ გულსა და გონებაში ჩაუწერდა (ებ. 8:10; 10:16). ასე რომ, ამ ხალხს შეუძლია გაითვალისწინოს ის მოწოდება, რომელზეც მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნებია დაფუძნებული, კერძოდ: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი ძალითა და მთელი გონებით“ და „გიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით“» (მთ. 22:37—40; ლკ. 10:27, 28). კაცს ღმერთი მთელი გულით (სურვილები, გრძნობები, ემოციები), მთელი სულით (მთელი არსებით) და მთელი გონებით (ინტელექტუალური შესაძლებლობები) უნდა უყვარდეს. გონებით ღვთის შეყვარება იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა მხოლოდ ემოციითა და მთელი ძალით კი არ უნდა შეიყვაროს ღმერთი, არამედ გონებასაც უნდა მოუხმოს, რათა მიიღოს ღვთისა და ქრისტეს შესახებ შემეცნება (ინ. 17:3), ჩასწვდეს მას (მრ. 12:33; ეფ. 3:18), ემსახუროს ღმერთს, თავისი წვლილი შეიტანოს ღვთის განზრახვების შესრულებაში და იქადაგოს სასიხარულო ცნობა. ბიბლია ქრისტიანებს ურჩევს, იფიქრონ ზეციერზე (კლ. 3:2), მოამზადონ გონება, რომ იმოქმედონ და იფხიზლონ ყველაფერში (1პტ. 1:13). პეტრე მოციქულმა საჭიროდ ჩათვალა, გაეღვიძებინა ქრისტიანების საღი აზროვნების უნარი, რომ არ დაევიწყებინათ ნასწავლი (2პტ. 3:1, 2). მათ უნდა ხსომებოდათ „ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“ (2პტ. 3:11, 12).
-
-
სული (I)წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მთელი სულით მსახურება. როგორც აღინიშნა, „სული“ უმთავრესად ადამიანს ნიშნავს. თუმცაღა ზოგიერთი მუხლი მოგვიწოდებს, ვეძებოთ ღმერთი, გვიყვარდეს ის და ვემსახუროთ მას „მთელი გულითა და სულით“ (კნ. 4:29; 11:13, 18); გარდა ამისა, კანონის 6:5-ში ნათქვამია: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“, ხოლო იესომ თქვა, რომ ღმერთს უნდა ვემსახუროთ მთელი სულითა და ძალით, და აგრეთვე „მთელი გონებით“ (მრ. 12:30; ლკ. 10:27). იბადება კითხვა: რატომ არის გული, ძალა და გონება სულთან ერთად მოხსენიებული, თუკი სული ისედაც მოიცავს გულს, ძალასა და გონებას? სავარაუდო პასუხის მისაღებად შემდეგი მაგალითი გამოგვადგება: ვინმემ შეიძლება თავი (თავისი სული) მონად მიჰყიდოს ბატონს და გახდეს მისი საკუთრება, თუმცა ის შეიძლება არ ემსახურებოდეს ბატონს მთელი გულით, უხალისოდ აკეთებდეს საქმეს და არ ცდილობდეს ბატონის გულის გახარებას; ბატონის ინტერესების ხელშეწყობას ის შეიძლება არ ახმარდეს მთელ თავის ძალასა და გონებრივ შესაძლებლობებს (შდრ. ეფ. 6:5; კლ. 3:22). ასე რომ, იესომ სულთან ერთად გული, ძალა და გონება, როგორც ჩანს, იმიტომ მოიხსენია, რომ გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორები ჩვენი ბატონის, იეჰოვასადმი და ჩვენი გამომსყიდველის, იესოსადმი მსახურებაში. ის, ვინც „მთელი სულით“ ემსახურება ღმერთს, მთლიანად არის ჩაბმული ღვთის მსახურებაში მთელი თავისი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობებით (შდრ. მთ. 5:28—30; ლკ. 21:34—36; ეფ. 6:6—9; ფლ. 3:19; კლ. 3:23, 24).
-