-
„მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“„მოდი და გამომყევი“
-
-
13 იესომ ამ იგავში ხალხისთვის ცნობილი კიდევ ერთი დეტალი მოიხსენია. როგორც იგავი მოგვითხრობს, ამ გზაზე ჯერ მღვდელმა, შემდეგ კი ლევიანმა ჩაიარა, თუმცა დაშავებულს ორივემ გვერდი აუარა (ლუკა 10:31, 32). მღვდლები, როგორც წესი, იერუსალიმის ტაძარში მსახურობდნენ, ხოლო ლევიანები ეხმარებოდნენ. მღვდლებისა და ლევიანების უმეტესობა, როდესაც ტაძარში არ მსახურობდა, იერიხონში რჩებოდა. იერიხონი იერუსალიმიდანb მხოლოდ 23 კილომეტრით იყო დაშორებული. აქედან გამომდინარე, ისინი ამ გზაზე დანახული ეყოლებოდათ. როგორც ვხედავთ, იესო ითვალისწინებდა იმას, თუ ვის ელაპარაკებოდა.
-
-
„მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“„მოდი და გამომყევი“
-
-
b იესომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მღვდელიც და ლევიანიც იერუსალიმიდან მოდიოდნენ, ანუ ტაძრიდან ბრუნდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ვერავინ გაამართლებდა მათ გულგრილობას, თითქოს ძირს დაგდებულ კაცს იმიტომ აუარეს გვერდი, რომ მკვდარი ეგონათ, და თუ მიეკარებოდნენ, გაუწმინდურდებოდნენ და ტაძარში დროებით ვეღარ იმსახურებდნენ (ლევიანები 21:1; რიცხვები 19:16).
-