საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა აძლევს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 დეკემბერი
    • 11. როგორ დაუკავშირა იესომ მამისა და შვილის მაგალითი ლოცვას?

      11 იესოს მიერ მასპინძლის შესახებ მოყვანილი მაგალითი ყურადღებას ამახვილებს მასზე, ვინც ლოცულობს — მორწმუნე ადამიანზე. შემდეგი მაგალითი კი ეხება მას, ვინც ლოცვებს ისმენს — იეჰოვა ღმერთს. იესომ იკითხა: „რომელი მამაა თქვენ შორის, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მიაწოდოს?“ შემდეგ იესო ამბობს: „ამიტომ, თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:11—13).

      12. როგორ გვიჩვენებს მამისა და შვილის მაგალითი, რომ იეჰოვა მზად არის შეისმინოს ჩვენი ლოცვები?

      12 იესომ ამ მაგალითიდან გვიჩვენა, თუ როგორ უყურებს იეჰოვა მათ, ვინც ლოცვებით მიმართავს მას (ლუკა 10:22). განვიხილოთ, რა განსხვავებაა ზემოთ მოყვანილ ორ მაგალითს შორის. პირველ მაგალითში მოხსენიებული მამაკაცისგან განსხვავებით, რომელიც უხალისოდ დაეხმარა მეგობარს, იეჰოვა იმ მზრუნველ მშობელს ჰგავს, რომელიც სიხარულით ასრულებს შვილის თხოვნას (ფსალმუნი 50:15). შემდეგ იესომ დაგვანახვა განსხვავება მიწიერ მამასა და ზეციერ მამას შორის. მან თქვა, რომ, თუ ხორციელი მამა, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო „ბოროტია“, კარგს აძლევს შვილს, რამდენად მეტს გააკეთებს კეთილი ზეციერი მამა და მისცემს წმინდა სულს თავის თაყვანისმცემლებს (იაკობი 1:17).

  • იეჰოვა აძლევს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 დეკემბერი
    • 14. ა) რა არასწორი თვალსაზრისი აქვს ზოგს, ვინც განსაცდელებს ხვდება? ბ) განსაცდელების მიუხედავად, რატომ უნდა ვილოცოთ რწმენით?

      14 იესოს მიერ მოყვანილი მზრუნველი მშობლის მაგალითი, აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას სიკეთეზე, რომელიც ბევრად აღემატება ნებისმიერი მშობლის სიკეთეს. ამიტომ, არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვა უკმაყოფილოა ჩვენით და განსაცდელებსაც სწორედ ამიტომ ვხვდებით. სინამდვილეში ჩვენს მთავარ მოწინააღმდეგეს, სატანას, სურს გვაფიქრებინოს, რომ განსაცდელები იეჰოვასგან მომდინარეობს (იობი 4:1, 7, 8; იოანე 8:44). ბიბლია უარყოფს ასეთ თვალსაზრისს. იეჰოვა ‘არავის სცდის ბოროტებით’ (იაკობი 1:13). ღმერთი „გველისა“ და „მორიელის“ მსგავს განსაცდელებს არ გვატეხს თავს. ჩვენი ზეციერი მამა ‘აძლევს იმას, რაც კარგია, ვინც სთხოვს’ (მათე 7:11; ლუკა 11:13). მართლაც, რაც უფრო მეტად ჩავწვდებით იეჰოვას სიკეთეს და იმას, რომ მზად არის, დაგვეხმაროს, მით უფრო მეტად ვიქნებით აღძრულნი, რწმენით ვილოცოთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენც შეგვეძლება იმის თქმა, რაც ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ნამდვილად მომისმინა ღმერთმა, ყურად იღო ჩემი ლოცვის ხმა“ (ფსალმუნი 10:17; 66:19).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება