-
„გულში დასკვნებს აკეთებდა“საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
-
-
მძიმეტვირთაკიდებულ სახედარზე მოუხერხებლად იჯდა მარიამი; სახედარს იოსები მიუძღოდა; გრძელ და დამქანცველ გზაზე შეუსვენებლივ მიმავალთ გეზი ბეთლემისკენ ჰქონდათ აღებული. მარიამი გრძნობდა, როგორ მოძრაობდა მასში ახალი სიცოცხლე.
ბიბლია ამბობს, რომ მარიამი ორსულად იყო და ბავშვის დაბადებას დღე-დღეზე ელოდა (ლუკა 2:5). სახედარზე მჯდომი ორსული ქალის შემხედვარე მინდვრებში სახნავად თუ სათესად გასული ხალხი, ალბათ, გაკვირვებული იტყოდა, ნეტა ისეთი რა გაუჭირდა ამ მდგომარეობაში ამხელა გზას რომ დაადგაო. მართლაც, რამ წაიყვანა მარიამი თავისი სახლიდან, ნაზარეთიდან, ასე შორს?
-
-
„გულში დასკვნებს აკეთებდა“საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
-
-
ლუკამ დაწერა, რომ იოსები წავიდა, რომ „აღწერილიყო მარიამთან . . . ერთად“. მან ისიც აღნიშნა, რომ მარიამი მისი ცოლი იყო (ლუკა 2:4, 5). რადგან ცოლი იყო მის გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებდა ქმრის გადაწყვეტილება. მარიამი აღიარებდა, რომ ქმარი მისი თავი იყო და იოსების გადაწყვეტილების მხარდაჭერით აჩვენებდა, რომ თავის როლს — როგორც ქმრის დამხმარე — კარგად ასრულებდაa. შეიძლება ითქვას, რომ მორჩილების გამოვლენით მარიამმა წარმატებით ჩააბარა რწმენის გამოცდა.
-