-
პასექიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
„მზადება“. იოანეს 19:14-ში, რომელშიც პილატეს მიერ იესოს გასამართლების ბოლო ეტაპია აღწერილი, ვკითხულობთ: „ამ დროს მიმდინარეობდა მზადება პასექისთვის. მეექვსე საათი იქნებოდა [დღის 11-12 საათი]“. პასექი უკვე ჩავლილი იყო. ის წინა საღამოს აღინიშნა. საპასექო მზადებასთან დაკავშირებით 31-ე და 42-ე მუხლებშიც ვკითხულობთ. ამ მუხლებში მზადებად ნათარგმნია ბერძნული სიტყვა პარასკევე, რაც, როგორც ჩანს, ყოველკვირეული შაბათის წინა დღეს გულისხმობს და არა უშუალოდ იმ დღეს, რომელიც წინ უსწრებს 14 ნისანს. ყოველკვირეულ შაბათზე ნათქვამია, რომ ის „დიდი შაბათი იყო“. დიდი იმიტომ ეწოდებოდა, რომ უფუარობის დღესასწაულის პირველი დღე, 15 ნისანი იყო და ამავე დროს კვირის მეშვიდე დღე. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღინიშნა, პასექს ზოგჯერ უფუარობის დღესასწაულთანაც აიგივებდნენ (ინ. 19:31; იხ. სამზადისის დღე).
-
-
სამზადისის დღეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იოანეს 19:14-ში ნათქვამია: „ამ დროს მიმდინარეობდა მზადება პასექისთვის“. „ამ დროში“ იგულისხმება ის დილა, როცა იესო გაასამართლეს და პილატეს მიუყვანეს, ანუ 14 ნისანის დილა (პასექი წინა დღის საღამოს იყო დაწყებული). ზოგიერთი ბიბლეისტი თვლის, რომ იმ დილას მიმდინარეობდა მზადება პასექისთვის. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, პასექი ჯერ არ იყო ნაზეიმები, არადა სახარებებში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ იესომ და მისმა მოციქულებმა პასექი წინა საღამოს აღნიშნეს (ლკ. 22:15; მთ. 26:18—20; მრ. 14:14—17). ქრისტე ზედმიწევნით იცავდა ღვთის კანონს, მათ შორის 14 ნისანს პასექის აღნიშვნასთან დაკავშირებულ მითითებებს (გმ. 12:6; ლვ. 23:5; იხ. პასექი). იესოს გასამართლებისა და სიკვდილის დღე იმ გაგებით შეიძლება ჩაითვალოს პასექისთვის მზადების დღედ, რომ ეს იყო მზადების დღე უფუარობის შვიდდღიანი დღესასწაულისთვის, რომელიც მომდევნო დღეს იწყებოდა. ვინაიდან პასექს მაშინვე მოჰყვებოდა უფუარობის დღესასწაული, ხშირად ორივე დღესასწაული პასექად მოიხსენიებოდა. 14 ნისანის მომდევნო დღე ყოველთვის შაბათად ითვლებოდა. გარდა ამისა, ახ. წ. 33 წელს 15 ნისანი ყოველკვირეულ შაბათს დაემთხვა და გახდა დიდი შაბათი.
-