საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კარვობის დღესასწაული
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • რაბინების გადმოცემით, კარვობის დღესასწაულს უკავშირდება კიდევ ერთი რიტუალი, რომელიც ზემოხსენებული რიტუალის მსგავსად იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს სრულდებოდა. ის იწყებოდა დღესასწაულის პირველი დღის, 15 თიშრის მიწურულსა და მეორე დღის, 16 თიშრის დამდეგს და მომდევნო ხუთი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ქალთა ეზოში ოთხი დიდი ოქროს სალამპრე იდგა, თითოეულს ოთხი ოქროს თასი ჰქონდა. ოთხ ყმაწვილს სამღვდელო შტოდან კიბით აჰქონდა ზეთით სავსე დიდი დოქები სალამპრეებამდე და თექვსმეტივე თასს ზეთით ავსებდა. პატრუქად მღვდლების ძველ ტანსაცმელს იყენებდნენ. ებრაელი მწერლების სიტყვების თანახმად, სალამპრეების კაშკაშა სინათლე შორიდან ჩანდა და იერუსალიმში სახლების ეზოებსაც კი ანათებდა. ზოგიერთები, მათ შორის უხუცესები, ანთებული ჩირაღდნებით ხელში როკავდნენ და მუსიკის თანხლებით უგალობდნენ ღმერთს.

  • კარვობის დღესასწაული
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • იესო, სავარაუდოდ, კარვობის დღესასწაულისა და სილოამის აუზიდან წყლის ამოღების სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიუთითებდა, როცა დღესასწაულის ბოლო, დიდ დღეს ადგა და ხმამაღლა თქვა: «თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს. ვისაც მე ვწამვარ, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, „მისი შიგნეულიდან სიცოცხლის წყლის ნაკადულები იდინებს“» (ინ. 7:37, 38). ოდნავ მოგვიანებით მან იუდეველებს უთხრა: „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ. ვინც გამომყვება, სიბნელეში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას“ (ინ. 8:12). არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც ის გადაკვრით დღესასწაულის დროს იერუსალიმის ტაძარში ლამპრებისა და ჩირაღდნების ანთებაზე მიანიშნებდა. ამ საუბრიდან ცოტა ხანში იესო დაბადებიდან ბრმას შეხვდა და სილოამის აუზიდან წყლის ამოღება დღესასწაულზე ლამპრების ანთებას დაუკავშირა. მას შემდეგ, რაც მოწაფეებს უთხრა, რომ ქვეყნიერების სინათლე იყო, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით თიხა მოზილა, იმ კაცს თვალებზე დაადო და უთხრა: „წადი, მოიბანე სილოამის აუზში“ (ინ. 9:1—7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება