-
მოუცდენლად ემსახურეთ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ოქტომბერი
-
-
1, 2. ა) რატომ უყვარდა იესოს მართა? ბ) საიდან გამოჩნდა, რომ მართაც, ჩვენ მსგავსად, არასრულყოფილი იყო?
ბიბლიური პერსონაჟის, მართას, ხსენებაზე პირველად რა მოგდით გონებაში? მართალია, მართა ერთადერთი ქალი იყო, რომელსაც იესომ სახელით მიმართა და რომელიც მას ძალიან უყვარდა, მაგრამ უფალს სხვა ღვთისმოსავი ქალების, მაგალითად, მშობელი დედისა და მართას ღვიძლი დის, მარიამის, მიმართაც მსგავსი გრძნობები ჰქონდა (იოან. 11:5; 19:25—27). და მაინც, რატომ უყვარდა იესოს მართა?
-
-
მოუცდენლად ემსახურეთ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ოქტომბერი
-
-
4 თუმცა, მართას გონება სხვა საზრუნავს მოეცვა: იგი განსაკუთრებულ სადილს ამზადებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ იესოს მათთან ყოფნით გაეხარა. მართა ფაციფუცობდა და ბევრ რამეზე წუხდა; იგი საკუთარ დასაც კი გაუნაწყენდა. როცა ეს იესომ შენიშნა, მას თბილად უთხრა: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ და ზრუნავ“. იესომ მართას უთხრა, რომ ერთი კერძიც კი საკმარისი იქნებოდა. შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და უხერხული მდგომარეობიდან რომ გამოეყვანა იგი, თქვა: „მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას“. შესაძლოა მარიამს მალე დავიწყებოდა ის, თუ რა მიირთვა იმ განსაკუთრებულ დღეს, მაგრამ მას სიცოცხლის ბოლომდე ეხსომებოდა იესოს ქების სიტყვები და გაზიარებული სულიერი ძღვენი, რაც იმის წყალობით ხვდა წილად, რომ მთელი ყურადღებით უსმენდა უფალს. ამ შემთხვევიდან სამოც წელზე მეტი ხნის შემდეგ, იოანე მოციქულმა დაწერა: „იესოს მართაც უყვარდა [და] მისი დაც“ (იოან. 11:5). ამ ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მართამ გულთან ახლოს მიიტანა იესოს მიერ სიყვარულით მიცემული შენიშვნა და მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა, იეჰოვასთვის ერთგულად ემსახურა.
-