თევდა
მეამბოხე, რომელმაც 400-მდე კაცი წააქეზა ამბოხებისკენ. ეს მოხდა ახ. წ. 6 წლამდე. ფარისეველმა გამალიელმა თევდა მოიყვანა მაგალითად იმის საჩვენებლად, როგორ ჩაიხშო ამბოხება მისი მოთავის სიკვდილის შემდეგ. ამ და სხვა მაგალითით გამალიელმა დაარწმუნა სინედრიონი, თავი დაენებებინათ ახალჩამოყალიბებული ქრისტიანული კრებისთვის, რადგან იესოს სიკვდილიდან მხოლოდ მცირე დრო იყო გასული (სქ. 5:34—40).