-
კაცის ძეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
წინასწარმეტყველება „კაცის ძის“ წარდგომაზე ძველი დღეთას, იეჰოვა ღმერთის წინაშე, ცალსახად მესიას ანუ იესო ქრისტეს უკავშირდება. ამის თავად ებრაელებსაც სჯეროდათ. რაბინების ხელნაწერებში ამ წინასწარმეტყველებას მესიას უკავშირებენ (Soncino Books of the Bible, ა. კოენის რედაქციით, 1951, დნ. 7:13-ის კომენტარი). როდესაც ფარისევლებმა და სადუკეველებმა იესოს სთხოვეს „ციდან ნიშანი ეჩვენებინა მათთვის“, როგორც ჩანს, იესოსგან ცის ღრუბლებზე მომავალი კაცის ძის შესახებ დანიელის წინასწარმეტყველების პირდაპირი გაგებით შესრულებას ითხოვდნენ (მთ. 16:1; მრ. 8:11). იესოს სიკვდილისა და სულიერი აღდგომის შემდეგ, სტეფანემ ხილვაში ნახა „გახსნილი ცა“ და ღვთის მარჯვნივ მდგომი კაცის ძე (სქ. 7:56). ეს იმაზე მოწმობს, რომ იესო ქრისტე კაცობრიობისთვის მიწიერი სიცოცხლის გაღების შემდეგაც ინარჩუნებს ზეცაში მესიის წოდებას — „კაცის ძე“.
-
-
სტეფანეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სტეფანე პირველი იყო, ვინც ფსალმუნის 110:1-ში წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულების მოწმე გახდა. მან ზეცაში დაბრუნებული და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო იხილა და დაამოწმა ამის შესახებ (სქ. 7:55, 56).
-