ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲘᲡ ᲒᲐᲦᲕᲘᲕᲔᲑᲐ
ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 7
იყავი გულმოდგინე
ბიბლიური პრინციპი: „ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას“ (საქ. 5:42).
პავლეს მაგალითი
1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე საქმეების 19:8—10 და დაფიქრდი:
ა) საიდან ჩანს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად პავლე არ იშურებდა ძალისხმევას მათ დასახმარებლად, ვინც ინტერესს იჩენდა?
ბ) რა სიხშირით და რამდენი ხნის განმავლობაში ასწავლიდა პავლე მათ?
რას ვსწავლობთ პავლესგან
2) დრო და ძალისხმევაა საჭირო, რომ განმეორებითმა მონახულებებმა კარგი შედეგი გამოიღოს და ბიბლიის შესწავლები დავიწყოთ.
მიჰბაძე პავლეს
3) ადამიანი მისთვის მოსახერხებელ დროს მოინახულე. დაფიქრდი, სად და როდის აჯობებს მასთან შეხვედრა, და მზად იყავი შენი გეგმების შესაცვლელად.
4) წინასწარ დათქვით შეხვედრის დრო. საუბრის ბოლოს ყოველთვის შეეცადე, დაუთქვა მომდევნო შეხვედრის დრო. ყველაფერი გააკეთე, რომ შეასრულო პირობა.
5) ადვილად ნუ ჩაიქნევ ხელს. თუ ადამიანი იშვიათად გხვდება სახლში ან მეტწილად დაკავებულია, მალევე ნუ დაასკვნი, რომ მან ინტერესი დაკარგა (1 კორ. 13:4, 7). იყავი გულმოდგინე, მაგრამ ნურც ფუჭად დაკარგავ დროს (1 კორ. 9:26).