სკევა
იუდეველი უფროსი მღვდელი. მისი შვიდი ვაჟი იმ მოხეტიალე იუდეველებს შორის იყვნენ, „რომლებიც დემონებს დევნიდნენ“. ერთხელ, როცა ქალაქ ეფესოში ყოფნის დროს ერთი კაცისგან დემონის განდევნას ცდილობდნენ, მათ ასეთი რამ უთხრეს დემონს: „გიბრძანებ იესოს სახელით, რომელსაც პავლე ქადაგებს“. ამაზე ბოროტმა სულმა უპასუხა: „იესოსაც ვიცნობ და პავლესაც, მაგრამ თქვენ ვინღა ხართ?“. ამის შემდეგ დემონით შეპყრობილი კაცი ეცა სკევას შვიდ ვაჟს და სახლიდან შიშვლები და დასახიჩრებულები გამოყარა. ამ შემთხვევის შემდეგ ხალხმა უფალი განადიდა და მრავალმა ირწმუნა სასიხარულო ცნობა, რომელსაც პავლე ქადაგებდა (სქ. 19:13—20).
ამ სახელით ცნობილი იუდეველი მღვდელი სხვა არც ერთ წყაროში არ არის მოხსენიებული. ეს შესაძლოა მღვდლის ლათინური სახელი იყო და მას სხვა ებრაული სახელით იცნობდნენ.