-
სიკეთეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
განსაკუთრებული წყალობა ღმერთმა ზოგადად კაცობრიობის მიმართ იმით გამოავლინა, რომ თავისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის მეშვეობით ის სიკვდილის მსჯავრისგან გაათავისუფლა (ეფ. 1:7; 2:4—7). ღვთის ამ წყალობას ხსნა მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის (ტიტ. 2:11), რაზეც წინასწარმეტყველებიც წერდნენ (1პტ. 1:10). ასე რომ, პავლეს არგუმენტირებული მსჯელობა ასეთია: „და თუ ეს წყალობით არის, ესე იგი, საქმეებით აღარ არის, სხვაგვარად წყალობა წყალობა აღარ იქნება“ (რმ. 11:6).
-
-
სამოცდაათი კვირაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ცოდვის შეწყვეტა. იესოს მოკვეთის, აღდგომისა და ზეცაში წარდგომის შემდეგ შეწყდა ცოდვა, ბოლო მოეღო მას და გამოსყიდულ იქნა დანაშაული (დნ. 9:24). კანონის შეთანხმება ცოდვაში ამხელდა ებრაელებს, ბრალს სდებდა მათ და კანონის დამრღვევთ წყევლას ატეხდა. მაგრამ, სადაც ცოდვა გამრავლდა, რასაც მოსეს კანონი ააშკარავებდა, იქ ღვთის წყალობა და კეთილგანწყობა უფრო მეტად გამრავლდა მესიის მეშვეობით (რმ. 5:20). მესიის მსხვერპლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა მომნანიებელი შემცოდველისთვის ცოდვების პატიება და, შესაბამისად, სასჯელის მოხსნა.
-
-
ცოდვაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
რა გაგებით „გაამრავლა“ კანონმა ცოდვები. მართალია, ადამიანს სინდისიდან გამომდინარე შეეძლო განესაზღვრა, რა იყო სწორი და რა არასწორი, მაგრამ ისრაელთან დადებული კანონის შეთანხმებით ღმერთმა კონკრეტულად განსაზღვრა ცოდვა თავისი მრავალმხრივი ასპექტით. ღვთის მეგობარი აბრაამის, ისაკისა და იაკობის ყველა იმ შთამომავლის პირი, რომელიც იტყოდა, უცოდველი ვარო, უნდა დადუმებულიყო და „მთელი ქვეყნიერება ღვთის სასჯელს“ უნდა დაქვემდებარებოდა. ეს იმიტომ, რომ ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო ისინი ღვთის თვალში ვერ გამართლდებოდნენ კანონის საქმეებით, რადგან „კანონი გვაძლევს საფუძვლიან ცოდნას ცოდვის შესახებ“ (რმ. 3:19, 20; გლ. 2:16). კანონში ნათლად იყო ჩამოყალიბებული, რა განეკუთვნებოდა ცოდვას. ამიტომ შეცოდებები და ცოდვა იმ გაგებით „გამრავლდა“, რომ მრავალი ქმედება და დამოკიდებულება ცოდვად იქნა მიჩნეული (რმ. 5:20; 7:7, 8; გლ. 3:19; შდრ. ფს. 40:12). კანონით გათვალისწინებული შესაწირავები მუდმივად შეახსენებდა კანონს დაქვემდებარებულთ, რომ ცოდვილები იყვნენ (ებ. 10:1—4, 11). ამგვარად, კანონმა ქრისტემდე მიმყვანი აღმზრდელის როლი შეასრულა, რათა ისინი რწმენით ყოფილიყვნენ „აღიარებული მართლებად“ (გლ. 3:22—25).
-