-
შერიგებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იეჰოვა ღმერთმა გააუქმა ისრაელთან შეთანხმება, რადგან მათ, როგორც ერმა, უორგულეს მას და უარყვეს მისი ძე (მთ. 21:42, 43; ებ. 8:7—13). როგორც ჩანს, მოციქული სწორედ ამას გულისხმობდა, როცა წერდა, რომ „მათი მოკვეთა ქვეყნიერებისთვის ... შერიგებას ნიშნავს“ (რმ. 11:15). კონტექსტიდან ჩანს, რომ შერიგებისთვის გზა ამგვარად გაეხსნა მათ, ვინც იუდეველთა კრებულის წევრები არ იყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ არაებრაელებს მიეცათ შესაძლებლობა, ერთგულ ებრაელთა მცირე ნაწილთან ერთად ახალი შეთანხმების თანამონაწილენი და ღვთის ახალი ერის, სულიერი ისრაელის წევრები გამხდარიყვნენ (შდრ. რმ. 11:5, 7, 11, 12, 15, 25).
-
-
ქვეყნიერებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
წარღვნამდელი უმართლო ქვეყნიერება ანუ ადამიანთა საზოგადოება განადგურდა, თუმცა ნოესა და მისი ოჯახის სახით კაცობრიობა მაინც გადარჩა. წარღვნის შემდეგ ადამიანთა დიდმა ნაწილმა ისევ გადაუხვია სწორი გზიდან და ბოროტი საზოგადოება ჩამოაყალიბა. თუმცა იყვნენ სიმართლის გზაზე მტკიცედ მდგომი ადამიანებიც. მოგვიანებით ღმერთმა ისრაელი თავის ხალხად აირჩია და შეთანხმება დაუდო. ვინაიდან ისრაელები ასეთი სახით გამოცალკევებულნი იყვნენ ქვეყნიერებისგან, პავლეს შეეძლო რომაელების 11:12—15-ში სიტყვა კოსმოს (ქვეყნიერება) უცხოტომელების ანუ წარმართების მნიშვნელობით გამოეყენებინა (აქ, სსგ). მან აღნიშნა, რომ ღმერთმა ისრაელთან დადებული შეთანხმება მათი განდგომილების გამო გააუქმა, რითაც უცხოტომელებს საშუალება მიეცათ, ღმერთთან შერიგებით შეთანხმების მონაწილენი და შეთანხმებით გათვალისწინებული სიმდიდრის მოზიარენი გამხდარიყვნენ (შდრ. ეფ. 2:11—13). ასე რომ, წარღვნიდან მოყოლებული ქრისტიანობამდე სიტყვა „ქვეყნიერება“ ანუ კოსმოს ნიშნავდა ყველა ადამიანს ღვთის ერთგული მსახურების გარდა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც არ იყო ისრაელსა და იეჰოვას შორის დადებული შეთანხმების მონაწილე (შდრ. ებ. 11:38).
-