-
ყოველმხრივ პატიოსანი იყავით!იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
2. როგორ ვაჩვენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ კეთილსინდისიერი ადამიანები ვართ?
იეჰოვას სურს, რომ ერთმანეთს სიმართლე ველაპარაკოთ (ზაქარია 8:16, 17). რას ნიშნავს ეს? ჩვენ არავინ შეგვყავს შეცდომაში და ყველას სიმართლეს ვეუბნებით, იქნებიან ეს ოჯახის წევრები, თანამშრომლები, თანამორწმუნეები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები. არც ვქურდობთ და არც ვთაღლითობთ (წაიკითხეთ იგავების 24:28 და ეფესოელების 4:28). ამასთანავე, ყველა გადასახადს ვიხდით (რომაელები 13:5—7). თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია; ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში ვცდილობთ, პატიოსნად მოვიქცეთ (ებრაელები 13:18).
-
-
რა არის ქრისტიანული ნეიტრალიტეტი?იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
45-ე გაკვეთილი
რა არის ქრისტიანული ნეიტრალიტეტი?
იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ „ქვეყნიერების ნაწილი“ არ ყოფილიყვნენ (იოანე 15:19). ეს მითითება იმასაც გულისხმობს, რომ დავიცვათ ნეიტრალიტეტი, ანუ არ ჩავერიოთ პოლიტიკაში და არ მივიღოთ მონაწილეობა ომებში. თუმცა ყოველთვის ადვილი არაა ნეიტრალიტეტის დაცვა. ჩვენი პოზიციის გამო შეიძლება დაგვცინონ კიდეც. ამიტომ ისმის კითხვა: როგორ დავიცვათ ნეიტრალიტეტი და ვუერთგულოთ იეჰოვას?
1. როგორი დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების მიმართ ნამდვილ ქრისტიანებს?
ქრისტიანები პატივს სცემენ ხელისუფლებას. იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით“. ჩვენც ასე ვიქცევით და ვემორჩილებით ქვეყნის კანონმდებლობას, მაგალითად, ვიხდით გადასახადებს (მარკოზი 12:17). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ხელისუფლებებს მმართველობის უფლება იეჰოვამ მისცა (რომაელები 13:1). შესაბამისად, გვესმის, რომ ისინი აბსოლუტურ ძალაუფლებას არ ფლობენ. კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის ძალა მხოლოდ ღმერთს და მის ზეციერ სამეფოს შესწევს, ამიტომ იმედს მათზე ვამყარებთ.
2. როგორ ცხადვყოფთ, რომ ნეიტრალური პოზიცია გვიკავია?
ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, რადგან არც იესო ერეოდა. მაგალითად, როცა მისი სასწაულის მოწმეებმა იესოს გამეფება მოინდომეს, მან ეს არ დაუშვა (იოანე 6:15). რა იყო ამის მიზეზი? მოგვიანებით იესომ ასეთი რამ თქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36). აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც იესოს მიმდევრები, სხვადასხვა სიტუაციაში ნეიტრალურ პოზიციას ვიკავებთ. მაგალითად, მონაწილეობას არ ვიღებთ ომში (წაიკითხეთ მიქას 4:3). ჩვენ არც დროშისთვის პატივის მიგების ცერემონიალში ვმონაწილეობთ, რადგან ეს თაყვანისცემის ტოლფასია, თუმცა არც უპატივცემულობას ვიჩენთ ეროვნული სიმბოლოების მიმართ (1 იოანე 5:21). ამასთანავე, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ როგორ ვავლენთ ერთგულებას ღვთის სამეფოსადმი.
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, რა სიტუაციებში შეიძლება გაგვიჭირდეს ნეიტრალიტეტის დაცვა. გაიგებთ იმასაც, თუ როგორ მივიღოთ იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებები.
3. ნამდვილი ქრისტიანები ნეიტრალიტეტს იცავენ
იესომ და მისმა მიმდევრებმა ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვეს. წაიკითხეთ რომაელების 13:1, 5—7 და 1 პეტრეს 2:13, 14. შემდეგ ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ ვავლენთ პატივისცემას ხელისუფლების მიმართ?
რით ვაჩვენებთ, რომ ვემორჩილებით მათ?
ომის დროს ზოგი ქვეყანა თითქოსდა ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, რეალურად კი მხარს უჭერს კონფლიქტის ორივე მხარეს. სინამდვილეში, რა არის ნეიტრალიტეტი? წაიკითხეთ იოანეს 17:16. შემდეგ ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რას ნიშნავს ნეიტრალიტეტის დაცვა?
როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ხელისუფლება ისეთი რამის გაკეთებას მოითხოვს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ღვთის კანონთან? წაიკითხეთ საქმეების 5:28, 29. შემდეგ ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
თუ ხელისუფლების დადგენილი კანონი არ ეთანხმება ღვთის კანონს, რომელს უნდა დავემორჩილოთ?
რა სიტუაციებში შეიძლება არ დაემორჩილოს ქრისტიანი ხელისუფლებას?
4. ქრისტიანული ნეიტრალიტეტი ჩვენი დამოკიდებულებებიდან და საქციელიდან უნდა ჩანდეს
წაიკითხეთ 1 იოანეს 5:21. შემდეგ ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ თქვა უარი აიენგემ პარტიის წევრობაზე და პატრიოტულ ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაზე?
თქვენი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო მან?
კიდევ რა სიტუაციებში შეიძლება გაგვიჭირდეს ნეიტრალიტეტის დაცვა? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
როგორ დავიცვათ ნეიტრალიტეტი, როცა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებს ვუყურებთ?
როგორ დავიკავოთ ნეიტრალური პოზიცია მაშინაც კი, როცა პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები უშუალოდ ჩვენზე ახდენს გავლენას?
როგორ შეიძლება იმოქმედონ ჩვენზე გარშემომყოფებმა თუ მასმედიამ?
ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „რატომ არ ერევით პოლიტიკაში?“.
როგორ უპასუხებთ?
შეჯამება:
ქრისტიანები მაქსიმალურად ცდილობენ, პოლიტიკურად ნეიტრალურები დარჩნენ. ეს ჩანს როგორც მათი დამოკიდებულებებიდან, ისე საუბრიდან და საქციელიდან.
გასამეორებელი კითხვები:
რა ვალდებულება გვაკისრია ხელისუფლების წინაშე?
რატომ უნდა დავიცვათ ნეიტრალიტეტი?
რა სიტუაციებში შეიძლება გაგვიჭირდეს ნეიტრალიტეტის დაცვა?
გაიგეთ მეტი:
რა მსხვერპლზე წასასვლელად უნდა ვიყოთ მზად ნეიტრალიტეტის დასაცავად?
როგორ შეუძლიათ ოჯახებს, წინასწარ მოემზადონ ნეიტრალიტეტის დასაცავად?
რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ სამშობლოს დაცვაზე უფრო ღირებული მიზანიც არსებობს?
გაიგეთ, რა დაგვეხმარება, არ გავხდეთ „ქვეყნიერების ნაწილი“, როცა სამუშაოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.
„თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ („საგუშაგო კოშკი“, 15 მარტი, 2006)
-