რატომ აქვს უფლის საღამოს შენთვის მნიშვნელობა
იესო ქრისტემ უფლის საღამო დააწესა თავისი ადამიანური ცხოვრების უკანასკნელ საღამოს. ეს მოხდა ხუთშაბათს, 31 მარტს, ხოლო პარასკევს, ნაშუადღევს, 1 აპრილს, იესო მოკვდა. ებრაული კალენდრით დღეები ითვლებოდა ერთი დღის საღამოდან მეორე დღის საღამომდე, რის გამოც, ორივე მოვლენა — უფლის საღამოც და იესოს სიკვდილიც — მოხდა ჩვენი ერის 33 წლის 14 ნისანს.
რატომ დააწესა იესომ ეს ვახშამი? რას განასახიერებს პური და ღვინო, რომლებიც მან გამოიყენა? ვის მართებს მასში მონაწილეობის მიღება? რამდენ ხანში ერთხელ უნდა აღინიშნოს ეს ვახშამი? რანაირად შეუძლია მას გააჩნდეს შენთვის მნიშვნელობა?
რატომ დაწესდა?
უფლის საღამოსთან დაკავშირებით იესომ თავის მოციქულებს უთხრა: „ეს გააკეთეთ ჩემდა მოსაგონებლად“. სხვა თარგმანის თანახმად, მან თქვა: „ასე აკეთეთ ჩემს გასახსენებლად“ (1 კორინთელთა 11:24, „კეთილი ცნობა„). ნამდვილად, უფლის საღამოში ხშირად იგულისხმება ქრისტეს სიკვდილის გახსენება.
იესო მოკვდა ისე, რომ შეინარჩუნა თავისი უმწიკვლოება, როგორც იეჰოვას სუვერენიტეტის მომხრემ და ასეთი სახით მან დაამტკიცა, რომ სატანა-ცრუ დამცინავია, რომელმაც ბოროტულად დაადანაშაულა სამართლიანი ადამიანები იმაში, რომ ისინი ღმერთს ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ ეგოისტური წარმოდგენებით (იობი 2:1–5). იესოს სიკვდილმა გაახარა ღმერთის გული (იგავნი 27:11).
ასევე იმის წყალობით რომ იესო მოკვდა როგორც სრულყოფილი ადამიანი, მან „მისცა თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). პირველმა ადამიანმა, როცა შესცოდა ღმერთის წინააღმდეგ, დაკარგა სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე და მისგან გამომდინარე პერსპექტივები. მაგრამ „ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). დიახ „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლის ნიჭი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23).
„მე მივიღე უფლისაგან“
პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვები ნათელს ჰფენს იმას, რაც ქრისტეს სიკვდილის დღესასწაულობას ეხება: „ვინაიდან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური და მადლობდა, გატეხა და თქვა: [მიიღეთ, ჭამეთ,] ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის [დამტვრეული]; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად. ასევე სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ. რამეთუ ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს“ (1 კორინთელთა 11:23–26).
რამდენადაც, ჩვენი ერის 33 წლის 14 ნისანს პავლე არ ყოფილა იესოსა და მის 11 მოციქულთან ერთად, ეს ინფორმაცია როგორც ჩანს „[მან] მიიღო უფლისაგან“ ღვთაებრივი გამოცხადებით. იესომ დააწესა საღამო „იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა“ იუდას მიერ იმ იუდეველ რელიგიურ მოწინააღმდეგეებზე, რომლებმაც მიაღწიეს, რომ რომაელებს განეგმირათ ქრისტე. ის ვინც ღებულობს სიმბოლურ პურსა და ღვინოს, ამას ქრისტეს გასახსენებლად აკეთებს.
რამდენ ხანში ერთხელ ვიზეიმოთ?
რა იგულისხმება პავლეს სიტყვებში: „რამეთუ ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს?“ ერთგული ცხებული ქრისტიანები გახსენების საღამოს სიმბოლოებს მიიღებენ „ყოველთვის“, სანამ არ მოკვდებიან, რათა მოგვიანებით აღდგენილნი იქნენ ზეციური ცხოვრებისათვის. ასე რომ, ისინი მრავალჯერ აუწყებენ ღმერთისა და ქვეყნიერების წინაშე თავიანთ რწმენას იეჰოვას მიერ შემოთავაზებული იესოს მსხვერპლის მიმართ. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? პავლემ თქვა: „. . .ვიდრე მოვიდოდეს“. როგორც ჩანს, მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ეს დღესასწაული გაგრძელდება იესოს მოსვლამდე, როცა ის თავისი „მოსვლის“ დროს დაიწყებს ცხებული მიმდევრების ზეცაში მიღებას მკვდრეთით აღდგომის საშუალებით (1 თესალონიკელთა 4:14–17). ეს შეესაბამება 11 ერთგული მოციქულის მიმართ იესოს მიერ ნათქვამ სიტყვებს: „როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა სადაც მე ვარ, იყოთ თქვენც“ (იოანე 14:3).
გვმართებს თუ არა ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად აღვნიშნოთ ქრისტეს სიკვდილი? მოდით და დავფიქრდეთ: იესომ უფლის საღამო დააწესა და მოკლულ იქნა პასექის დღეს, რომელიც აღინიშნებოდა ეგვიპტის ტყვეობისაგან ისრაელის გათავისუფლების ნიშნად. სინამდვილეში, მას ეწოდება „ჩვენი პასექი, ქრისტე“, ვინაიდან იგი — კრავი, მსხვერპლად იქნა შეწირული ქრისტიანთა გულისათვის (1 კორინთელთა 5:7). პასექი ეწყობოდა წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 14 ნისანს (გამოსვლა 12:6, 14; ლევიანნი 23:5). ეს ჩვენში ბადებს აზრს, რომ იესოს სიკვდილი პასექის მსგავსად უნდა აღვნიშნოთ წელიწადში ერთხელ და არა ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად.
რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში, ქრისტიანობის მრავალი მიმდევარი, იესოს სიკვდილს აღნიშნავდა წელიწადში ერთხელ. ისინი ამას აკეთებდნენ 14 ნისანს, რის გამოც ეწოდათ კვარტოდეციმანები, რაც ნიშნავს „თოთხმეტიანელები“. მათ შესახებ ისტორიკოსმა დ.ლ. ფონ მოუსხაიმმა დაწერა: „მცირე აზიის ქრისტიანები მიეჩვივნენ, რომ ეს საღვთო დღესასწაული, რომელიც ეხება უფლის საღამოს დაწესებასა და იესო ქრისტეს სიკვდილს, იზეიმონ ზუსტად იმავე დროს, როდესაც ებრაელები ჭამდნენ თავიანთ საპასექო კრავს, კერძოდ კი პირველი თვის [ნისანის] მეთოთხმეტე დღის, საღამოს. . . .ისინი თვლიდნენ, რომ ქრისტეს მაგალითი, მათთვის კანონია“.
სიმბოლოების მნიშვნელობა
პავლემ თქვა, რომ იესომ „აიღო პური და მადლობდა, გატეხა“. სანამ შეჭამდნენ ამ კვერისმაგვარ პურს, რომელიც საფუარის გარეშე, ფქვილისა და წყლისაგან იყო გამომცხვარი, საჭირო იყო მისი დამტვრევა. ბიბლიაში საფუარი ასიმბოლოებს ცოდვას ან უზნეობას. როცა დაჟინებით ურჩევდა კორინთელ ქრისტიანებს გაერიცხათ კრებიდან ერთი ამორალური მამაკაცი, მოციქულმა პავლემ თქვა: „ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? გაწმინდეთ ძველი საფარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც ხმიადები ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა. ამიტომ ვიდღესასშაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმინდისა და ჭეშმარიტების ხმიადით“ (1 კორინთელთა 5:6–8). ისევე, როგორც საფუარის ნატეხი აფუებს მთელ ცომს, ასევე კრებაც ღმერთის თვალში უწმიდურდება, თუ არ დაედება ზღვარი ცოდვილის გამხრწნელ ზეგავლენას. კორინთელებს თავიანთი წრიდან აუცილებლად უნდა უნდა მოეცილებინათ „საფუარი“ ზუსტად ისევე, როგორც ისრაელებს არ უნდა ჰქონოდათ არავითარი საფუარი თავიანთ სახლებში ხმიადთა დღესასწაულის დროს, რომელიც აღინიშნებოდა პასექის შემდეგ.
სიკვდილის წინა საღამოს უფუარ პურთან დაკავშირებით იესომ თქვა: „ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის [დამტვრეული]“ (1 კორინთელთა 11:24). პური წარმოადგენს იესოს სრულყოფილ ხორციელ სხეულს, რომლის შესახებაც პავლე წერდა: „ამიტომ (ქრისტე) ქვეყნიერებაზე მოსვლისას ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი არ გდომებია, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. ყოვლად დასაწველები და (მსხვერპლი) ცოდვისათვის არ იყო შენთვის სათნო. მაშინ მე ვთქვი: აი, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო. . . ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით“ (ებრაელთა 10:5–10). იესოს სრულყოფილი ადამიანური სხეული უცოდველი იყო და მოემსახურა კაცობრიობას გამომსყიდველურ მსხვერპლად (ებრაელთა 7:26).
როცა ილოცა სუფთა წითელ ღვინოზე, იესომ თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში“ (1 კორინთელთა 11:25). სხვა თარგმანი იუწყება: „ეს სასმისი არის ჩემი სისხლით შეკავშირებული ახალი შეთანხმება“ („კეთითი ცნობა„). როგორც მსხვერპლად შეწირული ხარების ადა თხების სისხლმა შემატა იურიდიული ძალა ღმერთსა და ისრაელის ხალხს შორის დადებულ რჯულის კავშირს, ზუსტად ასევე სიკვდილის მომენტში დაღვრილმა იესოს სისხლმა აამოქმედა ახალი კავშირი. ამ კავშირის მოხსენიება გვეხმარება გავიგოთ, თუ კანონიერ საფუძველზე ვის ეკუთვნის საღამოს სიმბოლოებიდან მიღება.
ვის მართებს სიმბოლოებიდან მიღება?
საღამოს სიმბოლოებიდან მიღების უფლება აქვთ იესოს ცხებულ მიმდევრებს, რომლებიც შედიან ახალ კავშირში. ეს კავშირია დამყარებულია ღმერთსა და სულიერ ისრაელს შორის (იერემია 31:31–34; გალატელთა 6:16). მაგრამ ახალი კავშირი საბოლო ჯამში მთელ დამჯერ კაცობრიობასაც მოუტანს კურთხევას. შენც შეგიძლია იყო იმათ შორის, ვინც ამ კურთხევებს მიიღებს.
ის ვინც იღებს საღამოს სიმბოლოებს, უნდა შედიოდეს სამეფოს შესახებ იესოს მიერ დადებულ პირად კავშირში. იმ ღირსშესანიშნავი ვახშმის დაწყებისას იესომ უთხრა თავის ერთგულ მოციქულებს: „მე ვდებ თქვენთან კავშირს ზუსტად ისევე, როგორც მამაჩემმა დადო ჩემთან კავშირი სამეფოს შესახებ“ (ლუკა 22:29, აე). სამეფოს შესახებ კავშირი, რომელიც ღმერთმა დავითთან დაამყარა, ხაზს უსვამდა იესოს მოსვლას, რომელმაც მარადიულად უნდა იმეფოს ზეციურ სამეფოში. ასორმოცდაოთხი ათასი სულიერი ისრაელი, რომლებიც იმეფებენ ქრისტესთან, გამოსახული არიან როგორც კრავთან — იესო ქრისტესთან ერთად ციური სიონის მთაზე მდგომნი. მკვდრეთით აღმდგარნი, ისინი იმეფებენ ქრისტესთან ერთად, როგორც მისი თანამეფეები და თანამღვდლები (2 მეფეთა 7:11–16; გამოცხადება 7:4; 14:1–4; 20:6). უფლის საღამოს სიმბოლოებიდან მიღების უფლება აქვთ მხოლოდ მათ, ვინც შედის ახალ კავშირში და პირად კავშირში იესოსთან.
ცხებულთა სულს ემოწმება ღმერთის სული რომ ისინი — ღმერთის შვილები და ქრისტეს თანამემკვიდრენი არიან. პავლე წერდა: „თვით სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები, — მემკვიდრენიც, ღმერთის მემკვიდრენი; და ქრისტეს თანამემკვიდრენი — თუ ნამდვილად მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდოდეთ“ (რომაელთა 8:16, 17, ახალი აღთქმის ახალი თარგმანი). ღმერთის სულიწმიდა, ანუ მისი მოქმედი ძალა, ცხებულებში ნერგავს რწმენას, რომ ზეციური ცხოვრება მათთვისაა განკუთვნილი. ყველაფერს, რაც კი წერილებში არის ნათქვამი ზეციურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ისინი ისე განიხილავენ, როგორც მათდამი მიმართვას; ცხებულები მზად არიან მსხვერპლად გაიღონ ყველაფერი მიწიერი, მათ შორის ადამიანური სიცოცხლეც. თუმცა, მიწიერ სამოთხეში სიცოცხლე იქნებოდა საოცარი, მაგრამ ისინი საზრდოობენ არა მიწიერი, არამედ ზეციური იმედით (ლუკა 23:43). დარწმუნებული და უცვლელი ზეციური იმედი, რომელიც არ ეფუძნება ცრუ რელიგიურ შეხედულებებს, აძლევს მათ უფლებას მიიღონ მოგონების საღამოს სიმბოლოები.
იეჰოვას არ მოეწონებოდა, რომ რომელიმე ადამიანს, ვისაც არ გააჩნია ასეთი მოწოდება, წარმოედგინა თავი ისე, როგორც ზეციური მეფობისა და მღვდლობისათვის მოწოდებული (რომაელთა 9:16; გამოცხადება 22:5). ღმერთმა დასაჯა კორახი იმის გამო, რომ თავხედურად ეპოტინებოდა იმას, რაც არ ეკუთვნოდა (გამოსვლა 28:1; რიცხვნი 16:4–11, 31–35). ამიტომ, როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმე არასწორად მოიქცა და ძლიერი ემოციების ან წარსული რელიგიური იდეების ზეგავლენის გამო მიიღო მოგონების სიმბოლოები? ამ შემთხვევაში ასეთმა პიროვნებამ უნდა შეწყვიტოს სიმბოლოების მიღება და თავმდაბლურად სთხოვოს ღმერთს პატიება (ფსალმუნი 18:14).
როგორ გეხება შენ
იმისათვის, რომ ვისარგებლოთ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან და მივიღოთ მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე, ჩვენ არ მოგვეთხოვება მოგონების საღამოს სიმბოლოების მიღება. მაგალითად ბიბლია არავითარ მითითებას არ იძლევა, რომ აბრაამის, ისააკის, სარას, რებეკას, ბოყაზის, რუთისა და დავითის მსგავსი ღვთისმოშიში ადამიანები მიიღებენ სიმბოლოებიდან. მაგრამ ისინი და ყველა სხვა, რომელთაც სურთ უსასრულო სიცოცხლე ამ პლანეტაზე, უნდა იჩენდნენ რწმენას ღმერთის, ქრისტესა და იეჰოვას მიერ შემოთავაზებული იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ (იოანე 3:36; 14:1). ქრისტეს სიკვდილის ყოველწლიური საზეიმო აღნიშვნა შეგვახსენებს ამ დიდებული მსხვერპლის შესახებ.
მოციქულმა იოანემ დაგვანახა ამ მსხვერპლის მნიშვნელობა, როცა თქვა შემდეგი სიტყვები: „ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე — მართალი იესო ქრისტე. ის არის შესარიგებელი მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისათვის, და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისათვის“ (1 იოანე 2:1, 2). ცხებულ ქრისტიანებს შეუძლიათ თქვან, რომ იესო არის „შესარიგებელი მსხვერპლი [მათი] ცოდვებისათვის“. მაგრამ ის აგრეთვე არის მთელი ქვეყნიერების ცოდვებისათვის შეწირული მსხვერპლი, რომელიც მორჩილი კაცობრიობისათვის ახლო მომავალში შესაძლებელს გახდის მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში დედამიწაზე.
ქრისტეს სიკვდილის საღამოზე შენ სარგებლობას მიიღებ ბიბლიური მოხსენებიდან, რომელიც ჩაგაფიქრებს. შენ შეგახსენებენ იმის შესახებ, თუ რა ბევრი გააკეთეს ჩვენთვის იეჰოვა ღმერთმა და იესო ქრისტემ. სულიერად დამაჯილდოვებელი იქნება შეხვედრა იმათთან, ვინც დიდი პატივისცემით არის გამსჭვალული ღმერთის, ქრისტესა და მისი გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ. მას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს შენი სურვილი, მიიღო ღმერთისაგან დაუმსახურებელი სიკეთე, რომელსაც მარადიული სიცოცხლისაკენ მივყავართ. ჩვენ გულითადად გიწვევთ შეხვდე იეჰოვას მოწმეებს 1993 წლის 6 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ, რათა მათთან ერთად აღნიშნო იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო, იმიტომ, რომ უფლის საღამოს შეუძლია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს შენთვის.