-
სინდისიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სხვების სინდისის გათვალისწინება. სინდისმა ყველაფრის სათანადოდ შეფასება რომ შეძლოს, ღვთის სიტყვის ზუსტი და საფუძვლიანი ცოდნაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება სუსტი აღმოჩნდეს ანუ მისი ხმა შეიძლება ადვილად ჩაიხშოს. ასეთი სინდისის პატრონი შეიძლება ადვილად განაწყენდეს სხვისი საქციელითა თუ სიტყვებით მაშინაც კი, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. პავლე აღგვიწერს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სუსტი სინდისის მქონეთ საჭმელ-სასმლისა თუ სხვადასხვა დღის აღნიშვნის მიმართ (რმ. 14:1—23; 1კრ. 8:1—13). მოწიფულ და სინდისგანსწავლულ ქრისტიანებს პავლე მოუწოდებდა, გაეთვალისწინებინათ სუსტი სინდისის მქონენი, მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვაზე არ ეფიქრათ და ყოველთვის საკუთარი სურვილისამებრ არ ემოქმედათ (რმ. 15:1). ვინც თანაქრისტიანის სუსტ სინდისს ჭრილობას აყენებს, „ქრისტეს წინააღმდეგ სცოდავს“ (1კრ. 8:12). პავლეს არ უნდოდა, სუსტი ძმა გაენაწყენებინა და მისი განსასჯელი გამხდარიყო, მაგრამ, თავის მხრივ, სუსტ ძმებსაც მოუწოდებდა, გაეთვალისწინებინათ სხვები და ცოდნისა და გამოცდილების მიღებით მოწიფულობისკენ ესწრაფათ. ამგვარად გაწაფული სინდისის წყალობით ისინი ადვილად არ განაწყენდებოდნენ და კრიტიკული თვალით არ დაუწყებდნენ სხვებს ყურებას (1კრ. 10:29, 30; რმ. 14:10).
-
-
კერპთშენაწირიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ბევრი გაქრისტიანებამდე მიჩვეული იყო კერპთშენაწირის ჭამას განსაკუთრებული მოწიწებით (1კრ. 8:7). ეს ქრისტიანები წარმართობაში კერპით წარმოდგენილი დემონების თანაზიარნი იყვნენ (1კრ. 10:20). ამიტომ იყო, რომ I ს-ის ხელმძღვანელმა საბჭომ წმინდა სულის ხელმძღვანელობით იერუსალიმიდან კრებებს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც კერპთშენაწირის რიტუალური ჭამის აკრძალვის შესახებ იუწყებოდა. აკრძალვას ქრისტიანები კერპთაყვანისმცემლობისგან უნდა დაეცვა (სქ. 15:19—23, 28, 29).
-