-
ნათლობა, მონათვლაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ნათლობა ქრისტე იესოსა და მის სიკვდილში იეჰოვა ღმერთის წყალობით გახდა შესაძლებელი. მან იესო წმინდა სულით სცხო და იგი გახდა ქრისტე ანუ ცხებული (სქ. 10:38). ამრიგად, ღმერთმა წმინდა სულით მონათლა იესო, რათა მისი მეშვეობით მისი მიმდევრებიც წმინდა სულით მონათლულიყვნენ. ამიტომ, ზეციური ცხოვრების მოიმედენი, რომლებიც მისი თანამემკვიდრეები ხდებიან, უნდა მოინათლონ ქრისტე იესოში ანუ ცხებულ იესოში, რომელიც წმინდა სულით ცხებისას ღვთის სულიერ ძედ იშვა. ამგვარად, ისინი უერთდებიან თავიანთ „თავს“ და ხდებიან კრების წევრები, სხვა სიტყვებით, ქრისტეს სხეული (1კრ. 12:12, 13, 27; კლ. 1:18).
-
-
სხეულიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სიმბოლური მნიშვნელობა. იესო ქრისტე დაყენებულია „ყველაფრის თავად კრებაში, რომელიც მისი სხეულია“ (ეფ. 1:22, 23; კლ. 1:18). ქრისტიანები, რომლებიც ამ სხეულს შეადგენენ, არ არიან დაყოფილნი რასობრივი, ეროვნული თუ სხვა ნიშნით; ებრაელებთან ერთად მათ შორის ყველა ეროვნების ადამიანია (გლ. 3:28; ეფ. 2:16; 4:4). ყველანი წმინდა სულით არიან მონათლულნი ქრისტეში და მის სიკვდილში და შესაბამისად, ერთ სხეულად არიან ქცეულნი (1კრ. 12:13). ამგვარად, მთელი სხეული ემორჩილება თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი სიკვდილით და მსგავსი აღდგომით არიან გაერთიანებულნი (რმ. 6:3—5; იხ. ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ; ნათლობა ქრისტე იესოსა და მის სიკვდილში).
-