-
გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ჩვენი მსახურების ნაწილიაღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
6. ა) პავლეს სიტყვების თანახმად, რატომ არის გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილი? ბ) აღწერეთ, როგორ ვეხმარებით დაზარალებულებს მსოფლიო მასშტაბით (იხ. ჩარჩო „უბედურების დროს“).
6 პავლემ კორინთელებს დაანახვა, თუ რატომ შედიოდა თანაქრისტიანების დახმარება იეჰოვასადმი მსახურებასა და თაყვანისცემაში. ის ასე მსჯელობდა: ქრისტიანები გაჭირვებაში მყოფ თანამორწმუნეებს იმიტომ ეხმარებიან, რომ „ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას“ ემორჩილებიან (2 კორ. 9:13), ანუ თანაქრისტიანების დასახმარებლად მათ ქრისტეს სწავლებების გათვალისწინების სურვილი აღძრავთ. პავლეს სიტყვების თანახმად, და-ძმებისთვის გაკეთებული სიკეთე სხვა არაფერია თუ არა „ღვთის მრავალმხრივი . . . წყალობის“ გამოვლინება (2 კორ. 9:14; 1 პეტ. 4:10). გაჭირვებაში მყოფი ძმების დახმარებასთან დაკავშირებით 1975 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ სწორად იყო შენიშნული: „არასდროს უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძე იესო ქრისტესთვის ასეთი მსახურება მნიშვნელოვანია“. მართლაც, დაზარალებულთა დახმარება წმინდა მსახურების ერთ-ერთი ძვირფასი მხარეა (რომ. 12:1, 7; 2 კორ. 8:7; ებრ. 13:16).
-
-
გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ჩვენი მსახურების ნაწილიაღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
7, 8. რა არის გაჭირვებაში მყოფთა დახმარების პირველი მიზანი? ახსენით.
7 რა მიზნებს ემსახურება გაჭირვებაში მყოფი და-ძმების დახმარება? პავლემ ამ საკითხზე ისაუბრა კორინთელებისთვის მიწერილ მეორე წერილში (წაიკითხეთ 2 კორინთელების 9:11—15). ამ მუხლებში პავლე მოიხსენიებს სამ ძირითად მიზანს, რომლებსაც ხალხის მომსახურების ანუ დაზარალებულთა დახმარების დროს ვაღწევთ. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
8 პირველი: გაჭირვებაში მყოფთა დახმარება განადიდებს იეჰოვას. ალბათ, შენიშნეთ, რომ ზემოხსენებულ ხუთ მუხლში პავლემ არაერთხელ გაამახვილა ძმების ყურადღება იეჰოვა ღმერთზე. მაგალითად, მან მოიხსენია ღვთისადმი მადლიერება (მუხლები 11, 12) და აღნიშნა, რომ გასაჭირში მყოფთა დახმარება ქრისტიანებს აღძრავდა, ღვთისა და მისი აღმატებული წყალობისთვის ხოტბა შეესხათ (მუხლები 13, 14). პავლე ამ საკითხზე მსჯელობის დასასრულ ამბობს: „მადლობა ღმერთს“ (მუხლი 15; 1 პეტ. 4:11).
-