-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 აგვისტო
-
-
▪ პავლემ დაწერა: „მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის საზეიმო სვლაში მიგვიძღვება ქრისტესთან ერთად და ჩვენით ყველგან ავრცელებს თავის შესახებ ცოდნის სურნელებას! ღვთისთვის ჩვენ ქრისტეს ტკბილი სურნელება ვართ გადარჩენისა და დაღუპვის გზებზე მყოფთათვის. ამ უკანასკნელთათვის სიკვდილის სურნელება ვართ სასიკვდილოდ, პირველთათვის კი — სიცოცხლის სურნელება სასიცოცხლოდ“ (2 კორინთელები 2:14—16).
-
-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 აგვისტო
-
-
აქ გამოყენებული მეტაფორა ანუ „ქრისტეს ტკბილი სურნელება“, რაც ზოგისთვის გადარჩენას და ზოგისთვის კი დაღუპვას ნიშნავს, „როგორც ჩანს, აღებულია რომაული ჩვეულებიდან, კერძოდ, საკმევლის კმევიდან, რომელიც საზეიმო მსვლელობის დროს სრულდებოდა, — ნათქვამია ერთ-ერთ ენციკლოპედიაში. — ეს სურნელი, რომელიც ტრიუმფალურ გამარჯვებაზე მიუთითებდა, ტყვეებს შეახსენებდა, რომ მათ, ალბათ, სიკვდილით დასჯიდნენ“ (The International Standard Bible Encyclopedia).a
-