-
ბიბლიის წიგნი 59 — იაკობი„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
-
-
16. რა რჩევებსა და გაფრთხილებებს აძლევს იაკობი ქრისტიანებს და საიდან მომდინარეობს ეს სიბრძნე?
16 იაკობი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი, სიმართლის საქმეებით დავამტკიცოთ ჩვენი რწმენა, სიხარულით შევხვდეთ განსაცდელებს, ვთხოვოთ ღმერთს სიბრძნე, ყოველთვის დავუახლოვდეთ მას ლოცვით და შევასრულოთ დიდებული კანონი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (იაკ. 1:22; 2:24; 1:2, 5; 4:8; 5:13—18; 2:8). ის მკაცრ გაფრთხილებას აძლევს მათ, ვინც არასწორად ასწავლის, ენას ვერ ათვინიერებს, კრების წევრებს ფენებად ჰყოფს, საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებს და ხრწნად სიმდიდრეზე ამყარებს იმედს (3:1, 8; 2:4; 4:3; 5:1, 5). იაკობი არაორაზროვნად ამბობს, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა სულიერი გაგებით მრუშობა და ღვთის მტრობაა და განმარტავს, თუ რა არის ღვთის თვალში წმინდა თაყვანისმცემლობა; კერძოდ კი ის, რომ „მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და უმანკოდ დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ (4:4; 1:27). გასაკვირი არ არის, რომ იაკობი, ქრისტიანული კრების „ბურჯი“, ასეთ პრაქტიკულ და ადვილად გასაგებ რჩევებს აძლევს ქრისტიანებს (გალ. 2:9). იაკობის წერილი ჩვენს რთულ დროშიც პრაქტიკულია, რადგან მასში არის „ზემოდან მომავალი სიბრძნე“, რომელიც წარმოშობს „სიმართლის ნაყოფს“ (3:17, 18).
-
-
ბიბლიის წიგნი 60 — 1 პეტრე„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
-
-
4, 5. ა) რის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს წერილი პეტრეს რომში არ დაუწერია? ბ) რა ამტკიცებს, რომ წერილში მოხსენიებულ ბაბილონში რომი არ იგულისხმება?
4 სად დაიწერა „პირველი პეტრე“? ბიბლეისტებს ერთი აზრი აქვთ მის კანონიკურობასთან, დამწერთან და დაწერის დაახლოებით თარიღთან დაკავშირებით, რასაც ვერ ვიტყვით დაწერის ადგილზე. როგორც პეტრეს სიტყვებიდან ჩანს, მან პირველი წერილი ბაბილონში დაწერა (1 პეტ. 5:13). მაგრამ ზოგი თვლის, რომ ეს წერილი პეტრემ რომში დაწერა და „ბაბილონში“ რომი იგულისხმა. თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ბაბილონში რომი იგულისხმება. პეტრე წერილს პირდაპირი გაგებით პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითინიაში მცხოვრებ ქრისტიანებს სწერს, ამიტომ ლოგიკური იქნება, თუ წერილში მოხსენიებულ ბაბილონსაც პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ (1:1). პეტრეს ნამდვილად ჰქონდა ბაბილონში ყოფნის მიზეზი. მას მინდობილი ჰქონდა ‘სასიხარულო ცნობა წინადაცვეთილებისთვის’. ქალაქ ბაბილონსა და მის შემოგარენში კი ბევრი იუდეველი ცხოვრობდა (გალ. 2:7—9). ერთ ენციკლოპედიაში, სადაც საუბარია ბაბილონის თალმუდის წარმოშობაზე, მოხსენიებულია ჩვენი წელთაღრიცხვით ბაბილონში მოქმედი იუდაიზმის „დიდებული აკადემიები“c.
-