-
შეთანხმებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
თუ ისრაელი კანონის შეთანხმების პირობებს შეასრულებდა, ის იეჰოვასგან კურთხეული, მისი სახელით წოდებული ხალხი, მღვდლების სამეფო და წმინდა ერი გახდებოდა (გმ. 19:5, 6; კნ. 28:1—14). მაგრამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მათ წყევლა ეწეოდათ (კნ. 28:15—68). რა იყო შეთანხმების მიზანი? მას ცხადი უნდა გაეხადა დარღვევები (გლ. 3:19), ებრაელები ქრისტემდე მიეყვანა (გლ. 3:24), ყოფილიყო მომავალ კურთხევათა ჩრდილი (ებ. 10:1; კლ. 2:17), დაეცვა ებრაელები ცრუ, წარმართული სარწმუნოებისგან, შეურყვნელად შეენარჩუნებინა იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და დაეცვა საგვარეულო ხაზი, რომელშიც აღთქმული შთამომავალი მოვიდოდა. კანონის შეთანხმება აბრაამთან დადებულ შეთანხმებას დაემატა (გლ. 3:17—19) და ისაკისა და იაკობის მეშვეობით აბრაამის შთამომავლების ერად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
-
-
დანაშაული და სასჯელიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მართალია, მოსეს კანონი პატრიარქალური საზოგადოებისთვის მიცემულ პრინციპებს ემყარებოდა, მაგრამ ის უფრო დეტალური იყო და ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავდა. ხუთწიგნეულში თავმოყრილი ყველა კანონი იმდენად მაღალზნეობრივ ნორმებს შეიცავდა, რომ მის ზედმიწევნით დაცვას ისრაელები ვერ შეძლებდნენ. აქედან გამომდინარე, კანონი ააშკარავებდა მათ ცოდვიანობასა და არასრულყოფილებას. „მცნებაც წმინდაა, მართალი და კარგი“, „კანონი სულიერია“ და „ის იმისთვის იქნა დამატებული, რომ ცხადი გაეხადა დარღვევები“, — თქვა პავლე მოციქულმა (რმ. 7:12, 14; გლ. 3:19). ისრაელისთვის მიცემული კანონი იეჰოვას პრინციპებსა და გადაწყვეტილებებს შეიცავდა; იგი არ ყოფილა მხოლოდ ჩადენილ ან შესაძლო დანაშაულთა ნუსხა.
-