-
ქრონოლოგიაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ძვ. წ. 1513 წლიდან სამეფოს გაყოფამდე. „ეგვიპტიდან ისრაელის ძეების გამოსვლის ოთხას მეოთხმოცე წელს, ისრაელზე [სოლომონის] მეფობის მეოთხე წელს“, დაიწყო იერუსალიმის ტაძრის მშენებლობა (1მფ. 6:1). „ოთხას მეოთხმოცე წელი“ რიგობითი რიცხვითი სახელია და შედგება 479 სრული წლისა და ამ შემთხვევაში ერთი თვისგან. თუ ეგვიპტის დატოვებიდან (ძვ. წ. 1513 წლის ნისანი) გადავითვლით 479 წელს, მივალთ ძვ. წ. 1034 წლამდე, როცა მეორე, ზივის თვეში (აპრილ-მაისი) დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. ვინაიდან ეს მოხდა სოლომონის მეფობის მეოთხე წელს (რიგობითი რიცხვითი სახელი), გამოდის, რომ მისი გამეფებიდან, ანუ ძვ. წ. 1037 წლიდან, სრული სამი წელი იყო გასული. მისი 40-წლიანი მმართველობა, როგორც ჩანს, ძვ. წ. 1037 წლის ნისანიდან ძვ. წ. 997 წლის ნისანამდე გაგრძელდა. მოგვიანებით, იმავე წელს, სამეფო ორად გაიყო. ამ პერიოდის მოკლე ქრონოლოგია მოყვანილია ქვემოთ.
-
-
გამოსვლა Ეგვიპტიდანწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
გამოსვლის თარიღი. როდის დაიწყო 400-წლიანი ჩაგვრა და როდის დასრულდა? იუდეველთა ტრადიციის თანახმად, ათვლა ისაკის დაბადებიდან უნდა იწყებოდეს. თუმცა, სინამდვილეში, ჩაგვრის პირველი გამოვლინება მაშინ მოხდა, როცა ისაკი ძუძუს მოწყვიტეს. ათვლის წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ძვ. წ. 1913 წელი, როცა ისაკი დაახლოებით 5 წლის იყო, ისმაელი კი — დაახლოებით 19-ის. სწორედ მაშინ დაიწყო „ხორცით შობილმა“ ისმაელმა „სულით შობილის“ დევნა (გლ. 4:29). შურითა და სიძულვილით აღვსილმა ისმაელმა, რომელიც სანახევროდ ეგვიპტელი იყო, ისაკს დაცინვა დაუწყო, რაც მხოლოდ ბავშვური წაკინკლავება არ ყოფილა (დბ. 21:9). აბრაამის შთამომავლობის ჩაგვრა გრძელდებოდა ისაკის მთელი ცხოვრების განმავლობაში. მართალია, იეჰოვამ აკურთხა ზრდასრული ისაკი, თუმცა ქანაანის მოსახლეობა მას მუდმივად ავიწროებდა და იძულებულს ხდიდა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასულიყო (დბ. 26:19–24, 27). საბოლოოდ, ისაკის ვაჟის, იაკობის, სიცოცხლის ბოლო წლებში აბრაამის შთამომავლები ეგვიპტეში გადასახლდნენ, სადაც დროთა განმავლობაში მონობაში აღმოჩნდნენ.
-
-
ისმაელიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ერთი წლის შემდეგ დაიბადა ისაკი; მაშინ ისმაელი 14 წლისა იყო (დბ. 16:16; 21:5). ხუთი წლის შემდეგ, ძვ. წ. 1913 წელს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს, ისმაელი დასცინოდა თავის უმცროს ნახევარძმას (დბ. 21:8, 9). ისმაელის მხრიდან ეს არ იყო უწყინარი თამაში. როგორც მომდევნო მუხლიდან ჩანს, შესაძლოა, ის ისაკს მემკვიდრეობის გამო დასცინოდა. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ამ მოვლენებს „სიმბოლური მნიშვნელობა“ ჰქონდა და ცხადყოფდა, რომ ნახევრად ეგვიპტელი ისმაელის მხრიდან ცუდი მოპყრობა ისაკის დევნა იყო. აქედან გამომდინარე, ეს იყო ისრაელზე ნაწინასწარმეტყველები 400-წლიანი ჩაგვრის დასაწყისი, რომელიც ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებით დასრულდა (გლ. 4:22—31; დბ. 15:13; სქ. 7:6; იხ. ისაკი).
-