36-ე გაკვეთილი
ყოველმხრივ პატიოსანი იყავით!
ყველას გვსურს, ჩვენი მეგობრები პატიოსნებით გამოირჩეოდნენ. იეჰოვასაც ამის სურვილი აქვს. თუმცა იმის გამო, რომ დღეს ბევრი უპატიოსნოდ იქცევა, ადვილი არაა, ყოველთვის კეთილსინდისიერად მოიქცე. რატომ იქნება კარგი, ყოველმხრივ პატიოსნები ვიყოთ?
1. უმთავრესად რატომ უნდა ვიყოთ პატიოსნები?
როცა კეთილსინდისიერად ვიქცევით, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და პატივს ვცემთ. დაფიქრდით: იეჰოვამ კარგად იცის, რას ვაკეთებთ და რაზე ვფიქრობთ. მას არაფერი გამოეპარება (ებრაელები 4:13). იგი ამჩნევს ჩვენს პატიოსნებას და აფასებს. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „იეჰოვას სძულს მზაკვარი კაცი, მართლებთან კი მეგობრობს“ (იგავები 3:32).
2. როგორ ვაჩვენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ კეთილსინდისიერი ადამიანები ვართ?
იეჰოვას სურს, რომ ერთმანეთს სიმართლე ველაპარაკოთ (ზაქარია 8:16, 17). რას ნიშნავს ეს? ჩვენ არავინ შეგვყავს შეცდომაში და ყველას სიმართლეს ვეუბნებით, იქნებიან ეს ოჯახის წევრები, თანამშრომლები, თანამორწმუნეები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები. არც ვქურდობთ და არც ვთაღლითობთ (წაიკითხეთ იგავების 24:28 და ეფესოელების 4:28). ამასთანავე, ყველა გადასახადს ვიხდით (რომაელები 13:5—7). თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია; ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში ვცდილობთ, პატიოსნად მოვიქცეთ (ებრაელები 13:18).
3. როგორ ფასდება პატიოსნება?
როცა კეთილსინდისიერ ადამიანად გვიცნობენ, გვენდობიან კიდეც და სინდისიც სუფთა გვაქვს. პატიოსნების წყალობით კრებაში ოჯახური ატმოსფერო სუფევს და ყველანი დაცულად ვგრძნობთ თავს. ამასთანავე, ჩვენი კეთილსინდისიერება მიმზიდველად წარმოაჩენს ღვთის მოძღვრებას და სხვებს იეჰოვას გაცნობის სურვილს აღუძრავს (ტიტე 2:10).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, როგორ აისახება თქვენი კეთილსინდისიერება როგორც იეჰოვასთან ურთიერთობაზე, ისე პირადად თქვენზე. იმასაც გაიგებთ, როგორ მოიქცეთ პატიოსნად სხვადასხვა სიტუაციაში.
4. პატიოსანი საქციელით გულს ვუხარებთ იეჰოვას
წაიკითხეთ ფსალმუნის 44:21 და მალაქიას 3:16; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სიმართლის დამალვა შესაძლებელია?
თქვენი აზრით, რას გრძნობს იეჰოვა, თუ მაშინაც სიმართლეს ვამბობთ, როცა ეს არცთუ ისე ადვილია?
5. ყოველთვის კეთილსინდისიერად მოიქეცით
ბევრის აზრით, ზოგ სიტუაციაში იძულებული ხდები უპატიოსნოდ მოიქცე. მოდი გავიგოთ, რატომ უნდა მოვიქცეთ ყოველთვის პატიოსნად. ნახეთ ვიდეო.
წაიკითხეთ ებრაელების 13:18 და იმსჯელეთ, როგორ მოიქცეთ პატიოსნად . . .
ოჯახში
სამსახურსა თუ სკოლაში
სხვადასხვა სიტუაციაში
6. კეთილსინდისიერება დადებითად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე
მართალია, ზოგჯერ შეიძლება პატიოსნების გამო პრობლემებსაც შევხვდეთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კეთილსინდისიერება დაგვიფასდება. წაიკითხეთ ფსალმუნის 34:12—16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ დაგიფასდებათ პატიოსნება?
ა. კეთილსინდისიერება ძლიერი ქორწინების საწინდარია.
ბ. კეთილსინდისიერი თანამშრომლები დამსაქმებლის ნდობას იმსახურებენ.
გ. კეთილსინდისიერი მოქალაქეები კარგი სახელით სარგებლობენ უფლებამოსილი პირების თვალში.
ზოგი ამბობს: „ზოგჯერ ტყუილი გამართლებულია“.
რა გარწმუნებთ, რომ იეჰოვას ყველანაირი ტყუილი სძულს?
შეჯამება:
იეჰოვას სურს, რომ მისი მეგობრები ყოველმხრივ პატიოსნები იყვნენ.
გასამეორებელი კითხვები:
რით ცხადვყოფთ, რომ კეთილსინდისიერები ვართ?
რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სიმართლის დამალვა შესაძლებელია?
რატომ გსურთ, ყოველთვის პატიოსნად მოიქცეთ?
გაიგეთ მეტი:
როგორ ვასწავლოთ შვილებს სიმართლის თქმა?
რატომაა კარგი, არ გადავიდეთ სიტყვას?
გაიგეთ, უნდა გადავიხადოთ თუ არა გადასახადები მაშინ, როცა სახელმწიფო მათ არამიზნობრივად იყენებს.
„უნდა გადავიხადოთ გადასახადები?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 სექტემბერი, 2011)
წაიკითხეთ, რამ აღძრა ერთი მამაკაცი, ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებები მოეხდინა და პატიოსანი შრომით ერჩინა თავი.
„დავინახე, რომ იეჰოვა მოწყალე და მიმტევებელი ღმერთია“ („საგუშაგო კოშკი“, 1 მაისი, 2015)