იარეთ, როგორც ბრძენებმა
1 როდესაც იესომ ოთხ მებადურს უთხრა, რომ გაჰყოლოდნენ, მათ არ დააყოვნეს გადაწყვეტილების მიღება, არამედ „მაშინვე . . . გაჰყვნენ“ მას (მათ. 4:18—22). ქრისტიანობის მიღებისა და მხედველობის დაბრუნების შემდეგ ტარსოსელმა სავლემაც არ დააყოვნა და „მაშინვე დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე“ (საქ. 9:20). დრო მიდის; გასულ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ‘ვიაროთ როგორც ბრძენებმა’ და დავუკვირდეთ, როგორ ვიყენებთ დროს (ეფეს. 5:15, 16).
2 გაუთვალისწინებელი შემთხვევები: დღეს თუ გვაქვს იეჰოვას მსახურების შესაძლებლობა, ხვალ შეიძლება აღარ გვქონდეს (იაკ. 4:14). არავინ არის დაზღვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან (ეკლ. 9:11). გარდა ამისა, ამ ქვეყნიერებაში ყველას გვიდგება „დამამწუხრებელი დღეები“, რაც გამოწვეულია იმით, რომ ყველას ასაკი გვემატება და იეჰოვას მსახურებაში იმდენს ვეღარ ვაკეთებთ, რამდენიც გვსურს (ეკლ. 12:1). ამიტომ, გონივრული არ იქნებოდა თუ იეჰოვასადმი მიძღვნისგან თავს შევიკავებდით ან მსახურების გაფართოებისთვის იდეალურ სიტუაციას დაველოდებოდით და არ გამოვიყენებდით იმ შესაძლებლობას, რაც ახლა გვაქვს (ლუკ. 9:59—62). აბრაამმა ხანდაზმულობის ასაკში სიმშვიდე პოვა; ის „მოხუცი და კმაყოფილი“ მოკვდა, რადგან მთელი სიცოცხლე იეჰოვას ერთგული იყო და ცხოვრება ბრძნულად განვლო (დაბ. 25:8).
3 დრო ცოტა რჩება: ჩვენც გვინდა, რომ დრო ბრძნულად გამოვიყენოთ, რადგან „დრო ცოტაღა დარჩა“ (1 კორ. 7:29—31). ძალიან მალე ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება. ამიტომ, ცხვრისმაგვარი ადამიანების დიდ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, რომელიც ახლა დედამიწაზე მიმდინარე „მკის“ დროს გვაქვს, მეტად აღარ მოგვეცემა (გამოცხ. 14:15). ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცხოვრებისეულმა საზრუნავმა და გართობამ არ წაგვართვას ის დრო, რომელიც უმჯობესი იქნებოდა, მსახურებაში გამოგვეყენებინა (ლუკ. 21:34, 35). წარმოიდგინეთ, როგორი კმაყოფილები ვიქნებით, როდესაც განვლილ წლებს გადავხედავთ და გავიხსენებთ, რომ სრულად ვმონაწილეობდით მკის საქმეში!
4 ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ხელიდან არ გავუშვათ ამ სიხარულის მომტან და საპატიო მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მოდი რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ იეჰოვას მსახურებაში, «სანამ შეიძლება ითქვას „დღეს“»! (ებრ. 3:13). თუ ასე მოვიქცევით, ჩვენ ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად ბრძნულად ვმოქმედებთ, რადგან „ღვთის ნების შემსრულებელი სამარადისოდ რჩება“ (1 იოან. 2:17).