საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იარაღი, საჭურველი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • სულიერი საჭურველი. ჭეშმარიტი ქრისტიანები პირდაპირი გაგებით არ იბრძვიან, ისინი სიმბოლური გაგებით არიან ბრძოლაში ჩაბმული. ამიტომ ადარებს ბიბლია მათ მეომრებს (ფლ. 2:25; 2ტმ. 2:3; ფლმ. 2). ქრისტიანები იბრძვიან „მთავრობათა წინააღმდეგ [იგულისხმება არამიწიერი ძალები], ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფ. 6:12). ზეადამიანურ სულებთან ბრძოლაში ქრისტიანებს ფიზიკური იარაღი და საჭურველი არ გამოადგებათ, მათ სჭირდებათ „სრული საჭურველი, რომელიც ღვთისგან არის“ (ეფ. 6:13).

  • მტერი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • ქრისტიანთა ბრძოლა. პავლე მოციქულმა შემდეგნაირად აღწერა ბრძოლა, რომელსაც ქრისტიანები ეწევიან: „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფ. 6:12; შდრ. 2კრ. 10:4). ქრისტიანები ადამიანებს კი არ ებრძვიან, არამედ ბოროტ სულებს, რომლებიც ღვთისგან მათ ჩამოშორებას ცდილობენ. გარდა ამისა, იესო ქრისტემ გააფრთხილა თავისი მიმდევრები, რომ ქვეყნიერება შეიძულებდა მათ და ზოგს დახოცავდა კიდეც (მთ. 10:22; 24:9; ინ. 16:2), ზოგს კი საკუთარი ოჯახის წევრები ექცეოდნენ მტრებად (მთ. 10:36).

  • ეფესოელებისთვის მიწერილი წერილი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • პავლეს ქადაგებამ, სასწაულებმა და დემონების განმდევნელ იუდეველებზე გამარჯვებამ ბევრი ეფესოელი აღძრა, გაქრისტიანებულიყო. უდავოა, ბევრი მათგანი ჯადოქრობის სხვადასხვა ფორმას მისდევდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა. მათ შეაჯამეს წიგნების ფასი და მათი ღირებულება ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა [თუ დინარი იყო, $37 200]“ (სქ. 19:19). ვინაიდან ეფესოში ჯადოქრობა და დემონიზმის მრავალი სახეობა იყო გავრცელებული, პავლემ მართებულად ურჩია ეფესოელ ქრისტიანებს, შემოსილიყვნენ „ღვთის სრული საჭურვლით“ და ებრძოლათ ბოროტი სულიერი ძალების წინააღმდეგ. უეჭველია, ზოგიერთ მათგანს, ვინც ჯადოქრობა მიატოვა, დემონები შეაწუხებდნენ, ამიტომ პავლეს რჩევა მათ ბოროტი სულებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ დემონური წიგნების განადგურება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო, რაც ამ ადრინდელმა ქრისტიანებმა გადადგეს. ეს კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც დღეს დემონების გავლენისა თუ ჩაგვრისგან გათავისუფლება სურს (ეფ. 6:11, 12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება