-
როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ ნებისმიერი სულიერი სისუსტესაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 აპრილი
-
-
რადგანაც სულიერ ბრძოლას ვეწევით — ბრძოლას, რომელიც ქრისტიანის გონებისა და გულის კონტროლს მოითხოვს — ყველანაირად უნდა ვეცადოთ, თავის დაცვას. გაიხსენე, რომ სულიერ საჭურველში შედის ჩვენი გულის დამცავი „სიმართლის ჯავშანი“ და „ხსნის ჩაჩქანი“, რომელიც ჩვენს გონებას იცავს. ჩვენი გამარჯვება თუ დამარცხება შეიძლება მათ ეფექტურ გამოყენებაზე იყოს დამოკიდებული (ეფესელთა 6:14–17; იგავნი 4:23; რომაელთა 12:2).
-
-
როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ ნებისმიერი სულიერი სისუსტესაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 აპრილი
-
-
„ხსნის ჩაჩქანი“ კი გვეხმარება, ნათლად გვახსოვდეს მომავალი კურთხევები, რომ ამ წუთისოფლის ბრწყინვალებამა და მომხიბვლელობამ ვერ აგვაცდინოს სწორ გზას (ებრაელთა 12:2, 3 აქ; 1 იოანე 2:16). ასეთი აზროვნება დაგვეხმარება სულიერი ინტერესები მატერიალურ და პირად მიზნებზე წინ დავაყენოთ (მათე 6:33). ამიტომ იმაში დასარწმუნებლად, რომ „ხსნის ჩაჩქანი“ გვახურავს, საკუთარ თავს გულწრფელად უნდა დავუსვათ კითხვები: „რისკენ მივისწრაფი ცხოვრებაში? მაქვს კონკრეტული სულიერი მიზნები? რას ვაკეთებ მათ მისაღწევად?“ მიუხედავად იმისა, სულით ცხებულებს მივეკუთვნებით თუ ‘უამრავ ხალხს’, უნდა მივბაძოთ პავლეს, რომელმაც თქვა: „არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის. ვილტვი მიზნისაკენ“ (გამოცხადება 7:9; ფილიპელთა 3:13, 14).
-