-
წიგნიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სიმბოლური მნიშვნელობა. სიტყვა „წიგნი“ არაერთხელ გამოიყენება სიმბოლური მნიშვნელობით ისეთ გამოთქმებში, როგორიცაა: „შენი [ღვთის] წიგნი“ (გმ. 32:32), „სამახსოვრო წიგნი“ (მლ. 3:16) და „სიცოცხლის წიგნი“ (ფლ. 4:3; გმც. 3:5; 20:15). როგორც ჩანს, საუბარია ერთსა და იმავე ღვთის სამახსოვრო „წიგნზე“, რომელშიც იწერება მათი სახელები, რომლებიც მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდებიან (ზეცაში ან დედამიწაზე). აშკარაა, რომ სახელები ღვთის „წიგნში“ არ იწერება ერთხელ და სამუდამოდ, რადგან წმინდა წერილებიდან ჩანს, რომ ვინმეს სახელი შეიძლება „ამოიშალოს“ ამ წიგნიდან (გმ. 32:32, 33; გმც. 3:5). ადამიანის სახელი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ამოიშლება ამ „წიგნიდან“, თუ ის ბოლომდე ერთგული დარჩება (იხ. ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ).
-
-
კლემენტიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
კლემენტი
ღვთის ერთგული ქრისტიანი, რომელიც, სავარაუდოდ, ფილიპეში, მოციქულ პავლეს მხარდამხარ იბრძოდა „სასიხარულო ცნობისთვის“ (ფლ. 4:3). კლემენტი საკმაოდ გავრცელებული სახელი იყო, ამიტომ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ეს პიროვნება რომის ეპისკოპოსთან გავაიგივოთ, როგორც ამას ორიგენე აკეთებს.
-