-
რა დაგეხმარებათ, არ შეწყვიტოთ ბიბლიის შესწავლა?იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
4. ბიბლიის შესწავლას პრიორიტეტული ადგილი მიუჩინეთ
ზოგჯერ გადატვირთული გრაფიკის გამო შეიძლება დრო არ გყოფნიდეთ ბიბლიის შესწავლისთვის. რა დაგეხმარებათ ასეთ დროს? წაიკითხეთ ფილიპელების 1:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
თქვენი აზრით, რა არის ცხოვრებაში „უფრო მნიშვნელოვანი“?
როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლას პრიორიტეტული ადგილი მიუჩინოთ?
ა) თუ ჭურჭელში ჯერ ქვიშას ჩაყრით, მერე კი ქვებს ჩააწყობთ, ზოგი ქვა აღარ ჩაეტევა.
ბ) მაგრამ, თუ ჯერ ქვებს ჩააწყობთ, შემდეგ კი ქვიშას ჩაყრით, თითქმის ყველაფერი ჩაეტევა. მსგავსად, თუ ცხოვრებაში პირველ ადგილს მიუჩენთ იმას, „რაც უფრო მნიშვნელოვანია“, სხვა რაღაცებისთვისაც დაგრჩებათ დრო.
ბიბლიის შესწავლა დაგეხმარებათ, დაიკმაყოფილოთ სულიერი მოთხოვნილება, ანუ გაეცნოთ ღმერთს და თაყვანი სცეთ. წაიკითხეთ მათეს 5:3 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ იქნება თქვენთვისვე კარგი, თუ ბიბლიის შესწავლას ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს მიუჩენთ?
-
-
გაითვალისწინეთ იეჰოვას თვალსაზრისი, როცა ირჩევთ, რით გაერთოთიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
4. დრო გონივრულად გამოიყენეთ
ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა პრობლემა ჰქონდა ამ ძმას მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ დროს ცუდს არაფერს აკეთებდა?
წაიკითხეთ ფილიპელების 1:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ დაგვეხმარება ეს მუხლი, გავაკონტროლოთ გართობისთვის დათმობილი დრო?
-