-
შური (II)წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
შურის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს ის სწავლებები, რომლებიც იესო ქრისტეს სწავლებებს ეწინააღმდეგება. მათი გამავრცელებლების მიზანი პირველ რიგში საკუთარი იდეების დამკვიდრებაა და არა ღვთის განდიდება. ეს წარმოშობს შურს, რაც თავის მხრივ ჭეშმარიტი ქრისტიანების ცუდ შუქში წარმოჩენასა და ცილისწამებაში, მათი შრომისა და სასიკეთო გავლენის გაუფასურებაში გამოიხატება (1ტმ. 6:3, 4). პავლე მოციქულს დავა უწევდა მათთან, ვისაც არასწორი მოტივები ჰქონდა და შურით აღვსილი ქადაგებდა ქრისტეს. ისინი პავლეს შურის თვალით უყურებდნენ, ამიტომ მიზნად ჰქონდათ დასახული მისი რეპუტაციის შელახვა, მისი მოციქულობის ეჭვქვეშ დაყენება და დაპატიმრებული მოციქულის სულიერად გატეხვა. პავლეს კრიტიკით მათ საკუთარი თავის წარმოჩენა სურდათ, რაც დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდათ (ფლ. 1:15—17).
-
-
კეთილგანწყობაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ადამიანის კეთილგანწყობა. ზემოხსენებული ებრაული და ბერძნული სიტყვები ადამიანების მხრიდან გამოვლენილ კეთილგანწყობილებასა და კეთილმოსურნეობასაც გულისხმობს (2მტ. 10:7; ესთ. 1:8; რმ. 15:25, 26). მაგალითად, პავლემ მოიხსენია ზოგიერთი, ვინც კეთილი სურვილებით ქადაგებდა (ფლ. 1:15). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ალალი ქრისტიანები კეთილგანწყობილნი იყვნენ პავლე მოციქულის, როგორც ღვთისა და მისი ძის წარმომადგენლის მიმართ; შესაბამისად ისინი ღვთის კეთილგანწყობას გრძნობდნენ (იგ. 8:35; 10:32; 11:27). ადამიანის მხრიდან გამოვლენილი კეთილმოსურნეობის კიდევ ერთ ნიმუშს ვხვდებით პავლეს მიმართვაში თანამოძმე იუდეველების მიმართ: „ძმებო, გულით მსურს და ვევედრები ღმერთს მათთვის, რომ გადარჩნენ“ (რმ. 10:1).
-