-
როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას (1-ლი ნაწილი)იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
იდეალური ქორწინება არ არსებობს. ამიტომ წყვილებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ პრობლემების მოსაგვარებლად. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
საიდან ჩანდა, რომ ამ წყვილს უწინდებური სიახლოვე აღარ ჰქონდა?
რა გააკეთეს მათ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა განემტკიცებინათ?
წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:24 და კოლოსელების 3:13; თითოეული მუხლის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ დაეხმარება ამ მუხლში მოცემული რჩევა მეუღლეებს, განამტკიცონ ერთმანეთთან ურთიერთობა?
ბიბლიაში წერია, რომ პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთს. ეს იმასაც გულისხმობს, რომ სხვებს კეთილად და თავაზიანად მოვექცეთ. წაიკითხეთ რომაელების 12:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ერთმანეთს უნდა ელოდებოდეს ცოლ-ქმარი, ვინ პირველი გამოავლენს პატივისცემას? რატომ ფიქრობთ ასე?
-
-
ხელი შეუწყვეთ კრების ერთიანობასიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
3. როგორ მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანთან უთანხმოება მოგვივიდა?
მართალია, ჩვენ შორის ერთობაა, მაგრამ არასრულყოფილების გამო ზოგჯერ გულს ვტკენთ ან იმედს ვუცრუებთ ერთმანეთს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: „მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს . . . როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13). ჩვენ იეჰოვას ხშირად ვტკენთ გულს, მაგრამ ის მთელი გულით გვპატიობს. ამიტომ მოელის, რომ ჩვენც ვაპატიებთ და-ძმებს. თუ ისე მოხდა, რომ ვინმეს ატკინეთ გული, თქვენ გამოიჩინეთ ინიციატივა შესარიგებლად (წაიკითხეთ მათეს 5:23, 24).b
-
-
ხელი შეუწყვეთ კრების ერთიანობასიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
5. მზად იყავით პატიებისა და შერიგებისთვის
იეჰოვა მთელი გულით გვპატიობს, თავად კი ჩვენგან საპატიებელი არაფერი აქვს. წაიკითხეთ ფსალმუნის 86:5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რისი თქმა შეიძლება იეჰოვას მიმტევებლობაზე?
რატომ ხართ მადლიერი, რომ იეჰოვა მიმტევებელია?
როდის შეიძლება გაგვიჭირდეს ერთობის შენარჩუნება?
როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და როგორ დაგვეხმარება ეს, რომ და-ძმებთან მშვიდობა შევინარჩუნოთ? წაიკითხეთ იგავების 19:11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
თუ ვინმე გაღიზიანებთ ან გულს გტკენთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ სიტუაციის გამოსასწორებლად?
ზოგჯერ ჩვენ ვტკენთ გულს სხვებს. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა გააკეთა დამ მშვიდობის აღსადგენად?
-