იდეები კვლევისთვის
დაიმახსოვრეთ ჩვენი სიმღერების ტექსტები
„როცა უღირსობის გრძნობა მეუფლება ხოლმე, JW მაუწყებლობის სიმღერებს ვუსმენ. ამ დროს ვგრძნობ, როგორ მამხნევებს იეჰოვა მათი მეშვეობით“ (ლორენი, აშშ).
საგალობლების მღერა ოდითგანვე ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი იყო (კოლ. 3:16). თუ ჩვენი სიმღერების ტექსტებს დაიზეპირებთ, მაშინაც შეძლებთ მათ მღერას, როცა არც სიმღერების წიგნი გექნებათ ხელთ და არც რაიმე ელექტრონული მოწყობილობა. ქვემოთ მოცემული რჩევები გაგიადვილებთ სიმღერების ტექსტების დამახსოვრებას.
ჩაუკვირდით. როცა კარგად გვესმის რაიმეს მნიშვნელობა, მისი დამახსოვრებაც გვიადვილდება. ჩვენი საგალობლების, JW მაუწყებლობისა თუ საბავშვო სიმღერების ტექსტები განთავსებულია jw.org-ზე (იხილეთ ბიბლიოთეკა / მუსიკა).
ფურცელზე დაწერეთ. თუ სიმღერის ტექსტს თქვენი ხელით გადაიტანთ ფურცელზე, დიდი ალბათობით, ის უფრო ღრმად ჩაგებეჭდებათ გონებაში (კან. 17:18).
იმეცადინეთ. სიმღერების ტექსტები არაერთხელ წაიკითხეთ ხმამაღლა ან იმღერეთ.
შეამოწმეთ, გახსოვთ თუ არა. ეცადეთ, ტექსტში ჩახედვის გარეშე გაიხსენოთ სიტყვები. შემდეგ შეამოწმეთ, სწორად გახსოვდათ თუ არა.