‘დაემონეთ უფალ ქრისტეს’
მონობის სიმძიმეს ისტორიის განმავლობაში მილიონობით ადამიანი იტანდა. მაგალითად, ათასობით წლის წინ ისრაელები სასტიკად იტანჯებოდნენ ეგვიპტელი ზედამხედველების ხელში. ბიბლიის თანახმად, მათ „ექსპლუატატორები დანიშნეს ისრაელებზე, რომ მოექანცათ ისინი მძიმე შრომით“, განსაკუთრებით კი აგურის დამზადებით (გამოსვლა 1:11, „იერუსალიმის ბიბლია“ [The Jerusalem Bible]).
დღეს მრავალ ქვეყანაში ადამიანებს ვერ იმონებენ პირდაპირი გაგებით, მაგრამ მრავალი იძულებულია საათობით იმუშაოს დამქანცავ — ზოგჯერ სასტიკ — პირობებში. მათ მძიმე უღელს შეიძლება ეკონომიკური მონობა ვუწოდოთ.
მაგრამ არსებობს მონობის სახეობა, რომელიც დამამძიმებელი არაა. მოციქული პავლე მოუწოდებდა თანამორწმუნეებს: ‘დაემონეთ უფალ ქრისტეს’ (კოლასელთა 3:24, „ახალი აღთქმა“, 1818 წლის გამოცემა). ქრისტეს მონობის ამომრჩევი თავისუფლდება მძიმე ტვირთისგან. იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28–30).
ქრისტეს უღლის ტვირთვა არ ათავისუფლებს ადამიანს მატერიალურად ოჯახის უზრუნველყოფის მოვალეობისგან (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ ის მატერიალისტური სწრაფვის მრავალი მახისგან ათავისუფლებს ადამიანს. ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრების მთავარ მიზნად მატერიალური კომფორტი დაისახონ, ქრისტიანები აუცილებლით კმაყოფილდებიან (1 ტიმოთე 6:6–10; შეადარე 1 კორინთელთა 7:31).
ქრისტიანებს აგრეთვე ღვთის სამეფოს შესახებ „კეთილი ცნობის“ ქადაგებასთან დაკავშირებული მოვალეობის შესრულება აძლიერებს (მათე 24:14, აქ). ამას ნამდვილი სიხარული და კმაყოფილება მოაქვს!
ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ შეგვიძლია ‘დავემონოთ უფალ ქრისტეს’!
[საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.