-
ჩრდილიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ჩრდილი ანუ მუქი გამოსახულება, რომელსაც რაიმე საგანი ტოვებს, ლანდია და არა რეალობა. მაგრამ მას შეუძლია წარმოდგენა შეგვიქმნას ამ საგნის ფორმაზე. სწორედ ამ გაგებით ამბობდა პავლე, რომ კანონი, კანონით დადგენილი დღესასწაულები, კარავი და შესაწირავები მომავლის ჩრდილი იყო, „სინამდვილე კი — ქრისტესი“ (კლ. 2:16, 17; ებ. 8:5; 9:23—28; 10:1).
-
-
ჭეშმარიტებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იოანეს სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ მოსეს მეშვეობით მიცემული კანონი მცდარი იყო. ისიც ჭეშმარიტება იყო, რადგან ღვთის სიწმინდის, სამართლიანობისა და სიკარგის ნორმებს აკმაყოფილებდა (ფს. 119:151; რმ. 7:10—12). კანონმა ქრისტემდე მიმყვანი აღმზრდელის როლი შეასრულა (გლ. 3:23—25). ის იყო ჩრდილი ანუ უფრო დიდებული რეალობის წინასწარი ნიმუში (ებ. 8:4, 5; 10:1—5). მართალია, კანონი, იგივე ჩრდილი, სიმართლეს ასახავდა, მაგრამ ადამიანებს ჭეშმარიტებაზე სრულ წარმოდგენას ვერ უქმნიდა. ამიტომ ის უნდა შეცვლილიყო იმ რეალობით, რომლის ნიმუშსაც წარმოადგენდა. კოლოსელების მიმართ მიწერილ წერილში მოციქული პავლე ამაზე ამახვილებს ყურადღებას: „ნურავინ გაგასამართლებთ საჭმლისა და სასმლის გამო ან დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათის გამო, რადგან ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი — ქრისტესი“ (კლ. 2:16, 17). აქედან გამომდინარე, „ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა“, რადგან მან რეალობად აქცია ყველაფერი, რისი წინასწარი ნიმუშიც კანონი იყო. იესო „რეალობა“ იყო და არა „ჩრდილი“, ამიტომაც ეწოდება მას „ჭეშმარიტება“. უფრო მეტიც, იესომ იუდეველთა წინაპრებისთვის მიცემული ღვთის დანაპირები შეასრულა და წინადაცვეთილ იუდეველთა და პროზელიტთა მსახური გახდა, რითაც დაამტკიცა, რომ „ღმერთი ჭეშმარიტია“ (რმ. 15:8; იხ. ᲘᲔᲡᲝ ᲥᲠᲘᲡᲢᲔ [ჭეშმარიტების შესახებ დამმოწმებელი]).
-